voetbalbelgie.be: "გენტმა" ჩაკვეტაძე შეიძლება 13 მილიონად გაყიდოს

AutoSharing Option
ბელგიურმა voetbalbelgie.be-მ წერილი მიუძღვნა "გენტის" ქართველ ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძეს და სავარაუდო სატრანსფერო თანხაც დაასახელა.

"გენტს" გარდამავალი სეზონი აქვს, ახალი მწვრთნელის იეს ტორუპის ხელმძღვანელობით უკეთ თამაშობს და ამაში ქერათმიანი ქართველის დამსახურება დიდია. უკვე გაუწყეთ, რომ მისი სამსახურით "ბაიერნი", "ბორნმუთი", "მანჩესტერი" და "ტოტენჰემი" არიან დაინტერესებულნი, ახლა კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" და "რომაც" დაინტერესდსდნენ.

ამჟამად მისი საბაზრო ფასი 5 მილიონი ევროა, მაგრამ Calciomercato-ს ცნობით, შეიძლება 13 მილიონი გახდეს. თუ ამ ფასად გაყიდა, მაშინ ეს "გენტისთვის" სარეკორდო ტრანსფერი გახდება. ამ სეზონში გიორგიმ ბელგიის ლიგაში
უკვე 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, "გენტთან" კონტრაქტი კი 2020 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული".

მკითხველის კომენტარები / 18 /
გელა,, რის თქმა გინდა ამით? ეს რა დაავადება გვჭირს ქართველებს, რომელისგანაც საუკუნეებია ვერ განიკურნეთ. რა საჭიროა ეს ირონია? ამას ხომ უშუალოდ გიორგიც ეცნობა და....! არ ვიცი რა!!!! მოკლედ..........ძალიან ვისურვებდი შენი ოცნება ოცნებად დარჩეს, ხოლო გიორგის წარმაწებებს უსურვებ, რომელიც აქვე ჩვენს გვერდითაა.
natali
09:44 22-11-2018
0
გიოს წარმატებას ვუსურვებ,რათქმაუნდა მისმა კარგმა თამაშმა განაპირობა საქართველოს ესოდენ დიდი წარმატება ევროპის უსუსტესი ნაკრებების დივიზიონში,ანუ D ლიგაში. გიო რომ არა ალბათ ძალიან გაგვიჭირდებოდა ჯგუფში პირველი ადგილი!ის უდავოდ დიდი ტალანტია მაგრამ მას ჯერ კიდევ ბევრი აქვს სამუშაო რომ ისეთი დიდი გუნდების შემადგენლობაში მოხვდეს როგორიცაა ბარსა,ბაიერნი,ტოტენჰემი მან ეს უნდა დაამტკიცოს დიდ გუნდებთან წინააღმდეგ მატჩებში.მე გიოს თითქმის ყველა თამაშს ვუყურებ, კლუბში, ინტერნეტის საშუალებით, მინდა ვთქვა რომ ბელგიაში ლიდერ კლუბებთან მან დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდიანა მაგალითად; გენკთან,ანდერლეხთან,ბრიუგესთან და ბარსაში თუ წავიდა ახლავე, მას ძალიან გაუჭირედება რეალთან, სევილიასთან თუნდაც ლევანტესთან,ბილბაოსთან.ამიტომ მან ჯერ ბელგიაში უნდა დაამტკიცოს რომ არის ამ დონის და მერე წავიდეს დიდ კლუბებში.ან ჩვენი ნაკრები რომ შეხვდება დიდ ნაკრებებს იქ უნდა გამოიჩინოს თავი და დაამტკიცოს თავის შესაძლებლობები.ამით იმის თაქმა მინდა რომ ჯერ უნდა დარჩეს იქ სადაც არის მომაგრდეს კარგად და მერე წავიდეს დიდ კლუბებში. კეთილის მსურველი და გიოს დიდი ფანი!
kika
10:05 22-11-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული