ბელგიურმა voetbalbelgie.be-მ წერილი მიუძღვნა "გენტის" ქართველ ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძეს და სავარაუდო სატრანსფერო თანხაც დაასახელა.
"გენტს" გარდამავალი სეზონი აქვს, ახალი მწვრთნელის იეს ტორუპის ხელმძღვანელობით უკეთ თამაშობს და ამაში ქერათმიანი ქართველის დამსახურება დიდია. უკვე გაუწყეთ, რომ მისი სამსახურით "ბაიერნი", "ბორნმუთი", "მანჩესტერი" და "ტოტენჰემი" არიან დაინტერესებულნი, ახლა კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" და "რომაც" დაინტერესდსდნენ.
ამჟამად მისი საბაზრო ფასი 5 მილიონი ევროა, მაგრამ Calciomercato-ს ცნობით, შეიძლება 13 მილიონი გახდეს. თუ ამ ფასად გაყიდა, მაშინ ეს "გენტისთვის" სარეკორდო ტრანსფერი გახდება. ამ სეზონში გიორგიმ ბელგიის ლიგაში
უკვე 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, "გენტთან" კონტრაქტი კი 2020 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული".