წიტაიშვილმა კიევის "დინამოსთან" კონტრაქტი გააგრძელა

AutoSharing Option
თავდამსხმელმა გიორგი წიტაიშვილმა, რომელიც ამ დღეებში 18 წლის გახდა, კიევის "დინამოსთან" შრომითი ხელშეკრულება გაახანგრძლივა.

მან კონტრაქტი 5 წლით გააგრძელა.

გიორგი ამ კლუბის აკადემიის აღზრდილია და დუბლების ლიდერია.

წიტაიშვილმა პრესაში სხვა გუნდში გადასვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გააკეთა კომენტარი.

"ტყუილია თითქოს "შახტარში", "ზენიტში" ან "აიაქსში" ვაპირებდი გადასვლას. სახლში გავემგზავრე, ბაბუა მოვინახულე. დაბრუნებისთანავე კლუბის ოფისში მოვედი სურკისთან. ძალიან ვაფასებ პრეზიდენტის და მწვრთნელების ნდობას და ბედნიერი ვარ, რომ ასეთი დიადი კლუბის ფეხბურთელი გახლავართ. "დინამოსთვის" მომავალშიც არ დავზოგავ თავს".

მკითხველის კომენტარები / 2 /
ამ ბიჭთან ჩაწერეთ ინტერვიუ, თუ აპირებს საქართველოს სახელით გამოსვლას - თუ არ აპირებს, ნუ გვაწყენთ თავს ამაზე სიახლეებით)) პ.ს არაბიძესთანაც არ იქნებოდა ცუდი ინტერვიუ)))
Tbiliseli
03:53 22-11-2018
0
Es bichi aris varkvlavi,mas didi momavali aqvs
Kaki
01:42 29-11-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული