თავდამსხმელმა გიორგი წიტაიშვილმა, რომელიც ამ დღეებში 18 წლის გახდა, კიევის "დინამოსთან" შრომითი ხელშეკრულება გაახანგრძლივა.
მან კონტრაქტი 5 წლით გააგრძელა.
გიორგი ამ კლუბის აკადემიის აღზრდილია და დუბლების ლიდერია.
წიტაიშვილმა პრესაში სხვა გუნდში გადასვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გააკეთა კომენტარი.
"ტყუილია თითქოს "შახტარში", "ზენიტში" ან "აიაქსში" ვაპირებდი გადასვლას. სახლში გავემგზავრე, ბაბუა მოვინახულე. დაბრუნებისთანავე კლუბის ოფისში მოვედი სურკისთან. ძალიან ვაფასებ პრეზიდენტის და მწვრთნელების ნდობას და ბედნიერი ვარ, რომ ასეთი დიადი კლუბის ფეხბურთელი გახლავართ. "დინამოსთვის" მომავალშიც არ დავზოგავ თავს".