როგორც ჰოლანდიური Houvanarnhem.nl-ი იტყობინება, დამშვიდობების ოფიციალური ცერემონიალი "ემენთან" მატჩისას შედგება.
"გურამ კაშია, კაპიტანი, პროფესიონალიზმის მოდელი და ნიჭით დაჯილოებული მცველი არნემის პუბლიკას პირველ დეკემბერს, "ემენთან" მატჩისას დაემშვიდობება.
ის "ვიტესში" 2010-11 წლების სეზონში, თეო ბოსის მწვრთნელობისას მოვიდა და მას შემდეგ შესანიშნავი შედეგი დადო.
31 წლის ქართველმა "ვიტესის" რიგებში ერედივიზიონში 244 მატჩი ჩაატარა, რითაც არნემელთა ყველა დროის რეკორდსმენი გახდა. ამ მატჩებში კლუბის ლეგენდამ მეტოქეთა კარი 20-ჯერ აიღო." - ვკითხულობთ Houvanarnhem.nl-ზე.
გურამ კაშიამ