რუსეთის პრემიერლიგის მე-15 ტურში "ლოკომოტივი" საკუთარ მოედანზე ეკატერინბურგის "ურალთან" 1:2 დამარცხდა.
"ურალმა" "ლოკოს" სტუმრად ისტორიაში პირველად სძლია.
"ურალმა" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა, "ლოკომოტივმა" კი ჩემპიონატზე ბოლო ორ თვეში პირველი მარცხი იწვნია.
"რკინიგზელმა" საბა კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ეკატერინბურგელი გიორგი ჭანტურია სათადარიგო იყო.
"ლოკომოტივი" 25 ქულით მეოთხე ადგილზეა, "ურალი" კი 22 ქულით მეექვსეზე.