კვირკველიას "ლოკომოტივი" მოსკოვში "ურალთან" დამარცხდა

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის მე-15 ტურში "ლოკომოტივი" საკუთარ მოედანზე ეკატერინბურგის "ურალთან" 1:2 დამარცხდა.

"ურალმა" "ლოკოს" სტუმრად ისტორიაში პირველად სძლია.

"ურალმა" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა, "ლოკომოტივმა" კი ჩემპიონატზე ბოლო ორ თვეში პირველი მარცხი იწვნია.

"რკინიგზელმა" საბა კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ეკატერინბურგელი გიორგი ჭანტურია სათადარიგო იყო.

"ლოკომოტივი" 25 ქულით მეოთხე ადგილზეა, "ურალი" კი 22 ქულით მეექვსეზე.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჭანტურიას ალბათ არც აქვს ფეხბურთის ინტერესი და არც კარიერის! ცივი ზამთარი და თბილი რუსი ქალები უყვარს მაგრად. ნეტავ განახათ როგორ "გულაობს"!
,, ანზორი
08:08 24-11-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული