სლოვაკეთის ფორტუნა ლიგის მე-16 ტურში ქართველების "სპარტაკი" ტრნავაში 2:3 დამარცხდა "ნიტრასთან".
მასპინძელთა გუნდის ქართველმა ლეგიონერებმა დავით სხირტლაძემ და ვახტანგ ჭანტურიშვილმა შეუცვლელად ითამაშეს და ამ უკანასკნელმა გოლიც გაიტანა.
მან 55-ე წუთზე ანგარიში 1:1 გახადა, რის შემდეგაც მისმა თანაგუნდელმა კუბილაი ილმაზმა მეორედ დალაშქრა სტუმართა კარი, მაგრამ კომპენსირებულ დროში ტრნაველებმა ორი გოლი გაუშვეს და წააგეს.
"სპარტაკი" 18 ქულით მე-6 ადგილზეა და 2 დეკემბერს გასვლაზე "რუზომბეროკს" ხვდება, იქამდე კი 29 ნოემბერს ევროპა ლიგაზე ბრიუსელში "ანდერლეხტს" დაუპირისპირდება.