26 ნოემბერს პოლონეთის ექსტრაკლასას მე-16 ტურში ლუკა ზარანდიას "არკამ" გდინიაში 4:1 დაამარცხა კრაკოვის "ვისლა".
ლუკამ მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა, დუბლი შეასრულა, საერთოდ, თავის გუნდში თამაში მიჰყავს და როდესაც შეხვედრის დასასრულს შეცვალეს, გულშემარკივრებმა ოვაციებით გააცილეს..
ზარანდიამ ქვეყნის პირველობის 13 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ის კარგად ასპარეზობს, ახალგაზრდაა, პერსპექტიულია და საქართველოს ნაკრების ძირითად შემადგენლობაში თამაშს იმსახურებს.
"არკა" 23 ქულით მე-9 ადგილზეა და 30 ნოემბერს ბილოსტოკში "იაგელონიას" შეხვდება.
ისე დაცვას თუ ეხმარება? პასებს იძლევა? უბურთოდ მოძრაობს? და სხვა. ძალამიძეც უბერავდა თავიდან, მაგრამ ეხლა სადაა ხომ არ შემახსენებთ? ან ყენია, 16 წლის იყო მგონი ნაკრებში, ეხლა რას იქმს ლუქსემბურგში?
თქვენი ქება დიდება შეიძლება ამ ბიჭისთვის დათვური სამსახური იყოს.