წიტაიშვილმა "ანდრლეხტს" გოლი გაუტანა და კიევის "დინამო" უეფას ლიგის შემდეგ ეტაპზე გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კიევის "დინამოს" 19-წლამდელთა გუნდმა საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა "ანდერლეხტი" და უეფას ახალგაზრდული ლიგის შემდეგ ეტაპზე გავიდა.

როდესაც მასპინძლები 0:1-ს აგებდნენ, მწვრთნელმა შეცვლაზე თავდამსხმელი გიორგი წიტაიშვილი შეუშვა და მან საჯარიმოთი ანგარიში გაათანაბრა, 85-ე წუთზე კი უკრაინულმა გუნდმა პენალტით გამარჯვება მოიპოვა.

ნამატჩევს წიტაიშვილმა ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა.

- შეხვედრის წინ მწვრთნელებს ველაპარაკე. ვიცი, ფიზიკურად 100%-ით მზად არ ვარ. გარკვეული პერიოდი არ მივარჯიშია, რადგან სახლში ბაბუასთან უნდა ვყოფილიყავი. მითხრეს, მეორე ტაიმში შეხვალ თამაშის გასაძლიერებლადო. ამან იმუშავა, შევედი და გოლი გავიტანე.

- გოლზე როგორ კომენტარს გააკეთებ?
- სანამ დავარტყამდი, მეკარეს შევხედე. შუაში იდგა. ე.ი. იმ კუთხეში ელოდა დარტყმას, რომელსაც კედელი ფარავდა. მე კი იქ დავარტყი, სადაც იდგა.

- ახლა საჯარიმოების შესრულებას შენ დაგავალებენ.
- არა, თუმცა აკადემიაში ამაზე ვვარჯიშობდი. ბულეცს უნდა დაერტყა, მაგრამ ბურთი წავართვი.

- არ იჩხუბეთ?
- ცოტა, მაგრამ ვუთხარი, რომ გავიტანდი და გავიტანე.

- რომ არ გაგეტანა?
- ხომ გავიტანე (იცინის).

- კონტრაქტის გაგრძელებაზე გვითხარი რამე.
- 5 წლით გავახანგრძლივე. აქ ყოფნა მიხარია. ყველას დავუმტკიცე, რატომაც გამიფორმეს კონტრაქტი.

altწიტაიშვილი კარგი თავდამსხმელია და სფფ-მ საქართველოს ნაკრებში თამაშზე უნდა დაიყოლიოს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული