"ლუცერნის" სპორტული კოორდინატორი: ვაკო გვილია და ოთარ კაკაბაძე გუნდის მნიშვნელოვანი წევრები არიან

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგაზე 6-დან 5 მატჩში გაიმარჯვა და ტურნირის პლეი-ოფში გავიდა, სადაც ბელორუსის ნაკრებს შეხვდება.

შვეიცარიული გამოცემა Luzernerzeitung.ch ვეტერან ფეხბურთელს და "ლუცერნის" სპორტულ კოორდინატორ რემო მეიერს ესაუბრა, რომლის თქმითაც, წარმატება, რომელიც ოთარ კაკაბაძემ და ვაკო გვილიამ მოიპოვეს, კლუბშიც გამოადგებათ.

"ეს ქართველებისთვის დიდი წარმატებაა. ეს მათ მეტ ძალას მისცემს, რითაც შეძლებენ კლუბსა და ნაკრებში დასახული ამოცანები ბოლომდე მიიყვანონ. ბოლო ნახევარი სეზონის განმავლობაში გვილია ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. მას გუნდში კარგი აურა შემოჰქონდა. ეროვნულ ნაკრებში მიღებული ტრავმის შემდეგ ისეთი
ვეღარ დაბრუნდა, როგორიც მანამდე იყო. რაც შეეხება კაკაბაძეს, ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა. ოთარი მაღალი დონის მოთამაშეა, უბრალოდ, სრული ინტეგრაციისთვის დრო სჭირდება. ვაკო და ოთარი გუნდის მნიშვნელოვანი წევრები არიან", - განაცხადა რემო მეიერმა.

ოთარ კაკაბაძემ ერთა ლიგაზე ყველა მატჩში ითამაშა, ვაკო გვილიამ კი ბოლო სამი მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო.

altოთარ კაკაბაძე: გავაანალიზებთ შეცდომებს და ვიმუშავებთ გამოსწორებაზე

altვაკო გვილია ოპტიმისტურადაა განწყობილი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული