ალექსანდრე კობახიძე: შეიძლება "არსენალი" ფიქრობს, რომ პოლტავა სამყაროს დასასრულია?

AutoSharing Option
პოლტავის "ვორსკლას" ნახევარმცველმა ალექსანდრე კობახიძემ "ვორსკლა"-"არსენალის" მატჩის გადადების შესახებ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩი პოლტავიდან კიევში გადაიტანეს. ეს გადაწყვეტილება უეფამ მიიღო.

"ვფიქრობ, "ვორსკლა" რომ არ ვყოფილიყავით, არამედ რომელიმე ცნობილი ევროპული კლუბი, მაშინ მატჩის გადატანა არ მოხდებოდა. არ ვიცი, რატომ არ სურს "არსენალს" აქ ჩამოსვლა. იქნებ ფიქრობენ, რომ პოლტავა სამყაროს დასასრულია?", - თქვა კობახიძემ "ლტავას" ინტერვიუში.

პოლტავის "ვორსკლასა" და ლონდონის "არსენალს" შორის შეხვედრა 29 ნოემბერს კიევში, "ოლიმპიისკიზე" ჩვენი დროით 21:55 საათზე დაიწყება.

altევროპა ლიგა. V ტურის

წინ: ქართველების გუნდები პლეი-ოფში გასასვლელად იბრძვიან
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული