ჩაკვეტაძის "გენტმა" ქულა გადაარჩინა - გოლები ცენტრალურმა მცველებმა გაიტანეს

AutoSharing Option
ბელგიის ჩემპიონატის მე-17 ტურში გიორგი ჩაკვეტაძის "გენტმა" სტუმრად ფრეს მიაღწია ერთ-ერთ აუტსაიდერ "ლოკერენთან" - 2:2.

მასპინძლები 87-ე წუთამდე 2:0-ს იგებდნენ და ამის შემდეგ მოახერხეს სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება. აღსანიშნავია, რომ გოლები "გენტის" ცენტრალურმა მცველებმა სიგურდ როსტედმა და დილან ბრონმა გაიტანეს. ორივე გოლი მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ ჩათვალა.

ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა, მას მჭიდროდ მეურვეობდნენ, თუმცა მაინც აქტიური იყო: ჯერ მცველებს გაექცა და დარტყმულ ბურთს მეტოქე გუნდის ფეხბურთელი გადაეღობა, შემდეგ მარცხენა ფლანგიდან შეიჭრა საჯარიმოში, მისი ჩაწოდებული ბურთი მოწინააღმდეგეს ხელზე მოხვდა, მაგრამ მსაჯმა პენალტი
არ დანიშნა, ბოლოს კი ორი მცველი მოატყუა, თანაგუნდელი სტალონე ლიმბობმე მეკარეს პირისპირ შეჰყარა და მან შანსი ვერ გამოიყენა.

"გენტი" 25 ქულით ჯერჯერობით მე-7 ადგილზეა და 9 დეკემბერს "ეუპენს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
Kidev kargi ROM uyuret tamashs admin! Goli daaklda gios da Mathis sauketeso iqneboda!
Kika
01 დეკემბერი 2018 08:28
0
ჩაკვეტაძემ კუთხური მიაწოდა )
Data
01 დეკემბერი 2018 08:24
9
რაღა დაწეროთ აგარ იცით უკვე ამ ჩაკვეტაძეზე. ესაა ვარსკვლავი? ყენია თუ გახსოვთ მაგ ასაკში
,, ანზორი
01 დეკემბერი 2018 08:28
34
კი, მარა შენ რა გახსოვს ყენიასი? შალკეში სულ ტრამვა ქონდა და ვერაფერს იზამდა, სლავიაში არაფერი გამოსვლია და ბავშვობიდან თუ გახსოვს მისი თამაში ეგ აღარ ვიცი.დ ისე დარწმუნებული ვარ ყენოს ძაან უხარია ჩაკვეტაძის წარმატება და შენ რატომ გწყინს?
Nnn
01 დეკემბერი 2018 12:35
0
Nnn - აბა პაპაჩემმა ითამაშა შალკეში 10 თამაში? საგოლე პასებიც... ერთი ბაიერნთან :) ყენიასთან ჩაკვეტაძის შედარება სისულელეა - ტოპ 3 ტალანტში იყო ყენო))) ჩაკვეტაძეს არაბიძეც ორი თავით ჯობია, ზარმაცი რო არ იყოს :) და შალკეც რო არა, ნაკრებიდან მაინც ემახსოვრება ყენიას თამაშები)) როგორც ჩაკვეტაძე თამაშობს ეხლა მარტო, ისე თამაშობდა ყენიაც, უფრო ძლიერ გუნდებთან ოღონდ :)
Tbiliseli
01 დეკემბერი 2018 14:58
10
ორი ასპროცენტიანი მომენტი გააფუჭა :) ორივეჯერ ერთი ერთზე იყო :)
Tbiliseli
01 დეკემბერი 2018 14:17
3
ბოღმა და ღვარძლი და შური..
ცუდია ჯანმრთელობისთვის...
გაიხარეთ ხალხო...გაიხარეთ
.
Musolini1
01 დეკემბერი 2018 13:54
1
ჩაკვეტაძემ დააააცემინა...!! ამას რატო არ წერთ?! :D
Vasili
01 დეკემბერი 2018 10:50
24
თუ არ აქე და ადიდე ბოღმიანი ხარ :))))) ქართველი მაინც რაარი, თავის ცალტვინა ლოგიკით :D ბიძია, კვარტალში ერთხელ რო შემოდიხარ და სტატიას კითხულობ, ყველა თამაშს ვუყურე გენტისას ისე ვგულშემატკივრობ, 16 თამაშს ბელგიაში, 4 ევროპა ლიგაზე და ნაკრებზე აღარ ვლაპარაკობ :)
Tbiliseli
01 დეკემბერი 2018 18:00
0
ანზორი და ვასილი მე ერტიდაიგივე მგონია,მაგრამ აქ სხვარამეშია საამე:დიზლაიქები რომ დაგიწერიათ მაგათთვის ,რატომ ფიქროფთ რომ ანზორის და ვასილის არუხარიათ გიოს წარმატება?უბრალოდ რეალობა არმოგვწონს არავის??რაიყო მანდ დასაწერი სტატია,რომ უფარჩაკეს გუნდთან ორჯერ დაარტყა კარში?არც საქები უქნია რამე და არც ცუდი რათქმაუნდა...პ.ს..მე პირადად მთლიან გენთს გავლანძღავდი ქების ნაცვლად,ისე ითამაშა მტელმა გუნდმა,მძინარე მოწინააღმდეგესთან
ჯუმბერა
01 დეკემბერი 2018 14:09
2
არ დაბლოკოთ...თქვენ ხომარ ფიქრობთ რასაც წერთ დასაჯერებელია,მილიონი საშუალებაა თამაშის თუარა,თამაშის შემდეგ ვიდეოფრაგმენტების ყურების და 90 წუთში თუ ერთხელ კარისკენ დაარტყა და ერტხელ პასი გააკეთა ეუჰჰჰ სასწაულია...გიორგი არის მართლაც უნიჭიერესი და უკარგესი მომავალი აქვს,მაგრამ ეგეთი სტატიებით გიორგისაც და საკითარ თავსაც ვნებთ....თამაშს რაც შეეხება ჯერ ბელგიის ჩემპიონატია უუუუსუსტესი,რასაც გიორგიზე წერთ,ისეთ არარაობა გუნდთან როგორსაც გუშინ ეთამაშნენ ერთხელაც უნდა დაარტყას და ათჯერაც...ბევრად სჯობს ჩეხეთის,ხორვატიის,სერბეთის ,პირველ ოტხეულში მყოფ გუნდებში თამაში.თუკარგი აგენტი ჰყავს ,დროზდ უნდა წავიდეს ბელგიიდან...
euhh
01 დეკემბერი 2018 14:02
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული