გურამ კაშია "ვიტესიდან" გააცილეს - მან ცრემლები ვერ შეიკავა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჰოლანდიის ჩემპიონატზე "ემენთან" მატჩის წინ "ვიტესმა" არნემში თავისი გუნდის ყოფილ კაპიტანს გურამ კაშიას გაცილება მოუწყო.

ის თამაშის დაწყების წინ მოედანზე შევიდა და ცრემლები ვერ შეიკავა.

სტადიონზე შეკრებილი 15 000 მაყურებელი გურამს ოვაციებით შეეგება და მის სახელს სკანდირებდა.

კაშია "ვიტესში" თბილისის "დინამოდან" 2010 წელს გადავიდა და 6 წელი იყო მისი გუნდისთავი.

31 წლის ქართველმა "ვიტესის" რიგებში ერედივიზიონში 244 მატჩი ჩაატარა, რითაც არნემელთა ყველა დროის რეკორდსმენი გახდა. ამ მატჩებში კლუბის ლეგენდამ მეტოქეთა კარი 20-ჯერ აიღო.

მან "ვიტესთან" ერთად ნიდერლანდების თასი მოიგო და
ზაფხულში "სან ხოსეში" გადაბარგდა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
გურამთან დაკავშირებით იმ ცნობილ ამბავზე, ყველას თავისი მოსაზრება აქვს ზოგი ამართლებს მის საქციელს და ქმედებას ზოგი კი მკაცრად აკრიტიკებს. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ გურამი საქართველოში ბოლო წლების ერთერთი გამორჩეული ფეხბურთელია თავისი თამაშით, პროფესიონალიზმით და საქმისადმი მიდგომით, რასაც ყოველთვის ამტკიცებს კლუბსა თუ ნაკრებში.
დამსახურებულად გეძღვნება იმ 15000 კაცის(არა მარტო 15000) ოვაციები კაპიტანო.
giga
00:26 02-12-2018
4
ჩაკვეტაძემ ხაჭაპური ჭამა
ჰამლეტი
00:01 02-12-2018
56

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული