შვეიცარიის პირველობის მე-16 ტურში ქართველების "ლუცერნი" სტუმრად 0:2 დამარცხდა "სიონთან".
გოლები მასპინძლებმა 79-ე და 90+6-ე წუთებზე გაიტანეს.
ტრავმის გამო ამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია მცველ ოთარ კაკაბაძეს, ნახევარმცველი ვაკო გვილია კი 75-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.
"ლუცერნი" 19 ქულით ჯერჯერობით მე-7 ადგილზეა და 9 დეკემბერს ციურიხში "გრასჰოპერსს" დაუპირისპირდება.