ჯაბა კანკავა ყაზახეთის პირველობის 22 საუკეთესოში

AutoSharing Option
"ტობოლის" ქართველი ლეგიონერი ჯაბა კანკავა ყაზახეთის პირველობის 22 საუკეთესო ფეხბურთელთა შორის დაასახელეს.

ყაზახეთის პროფესიულმა ფეხბურთის ლიგამ ის საუკეთესო ცენტრალურ ნახევარმცველებში შეიყვანა.

22 საუკეთესო გუნდების მწვრთნელების გამოკითხვის შედეგად შეადგინეს.

კანკავა "ტობოლში" 2017 წელს გადავიდა, სადაც თანანაკრებელ ნიკა კვეკვესკირთან ერთად თამაშობს.

განვლილ სეზონში მან 30 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული