"სპარტაკის" ახალი მწვრთნელი ანანიძეზე: ბევრის პრობლემა ისაა, რომ არ ესმით, რატომ არ თამაშობენ

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" ახალმა მწვრთნელმა ოლეგ კონონოვმა championat.com-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ქართველ ნახევარმცველ ჯანო ანანიძეზეც ისაუბრა.

"რაც შეეხება ჯანოს, ისიც მუშაობს. ბევრს. მინდა, ფეხბურთელმა ვარჯიშზე საუკეთესოდ წარმოაჩინოს თავი. ამის მიხედვით ვარჩევ შემადგენლობას და სათადარიგოებს.

მოთამაშეეებმა თავიანთი რაობა საწვრთნელ პროცესში უნდა დაამტკიცონ - თუ ვინაა საუკეთესო მოცემულ მომენტში. ბევრის შეცდომა იმაში მდგომარეობს, რომ იხსენებენ, როგორ თამაშობდნენ წარსულში, აქედან გამომდინარე, არ ესმით, რატომ არ თამაშობენ ახლა. ამაშია პრობლემა".

მკითხველის კომენტარები / 11 /
რომ აიხირეთ წადი ევროპულ გუნდშიო,აბა რომელ გუნდი გადაიხდის ამაში ფულს???კონონოვი რომ ფიზიკურ მომზადებას დაგიწუნებს(რაშიც რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ჩვენთვის ცამდე მართალია ეს კაცი)რომელი ევროპელი მწვრთნელი ათამაშებს???არ ვარჯიშობს ეს კაცი ძმებო,გამძღარი გრუზინია შეეშვით.არ იმსახურებს იმაზე უკეთესად ყოფნას ვიდრე არის,თავის თავს დააბრალოს.მაგისი ტალანტი კი არა ქინქლაძის ტალანტის დაკარგვა მოვინელეთ ქართველებმა.ესაა სიმაღთლე და გაუსწორეთ თვალი.
ranger
04 დეკემბერი 2018 16:06
13
ნეტა თუ კითხულობს თვუთონ კომენტარებს? ან ვინმე თუ აძლევს აზრიან რჩევას?
რა მაფიაა?
04 დეკემბერი 2018 14:57
2
როდის უნდა ითამაშოს ამ კაცმა ფეხბურთი აწი? წავიდეს სადმე გადავიდეს რაღაც ქნას მართლა ფულია ფეხბურთი? რასაც უხდიან კმაყოფილია ალბათ, აწყობილი აქვს ცხოვრება მოსკოვში და კომფორტის ზონიდან გამოსვლა არ უნდა ეგაა და ეგ. ჩვენ კიდე ის გვჭიდება და მისი თამაში გვენატრება. წავიდეს სადმე თბილ ქვეყანაში საშუალო გუნდში და იქ იბრწყინებს დარწმუნებული ვარ.
ქარ
04 დეკემბერი 2018 13:33
1
-თბილი ქვეყნები? კი ბატონო-საქართველო, აზერბაიჯანი. კიდევ უფრო თბილი?-თურქმენეთი. კაცი დიდ ფულს შოულობს არც თუ ისე დიდი გარჯის ფასად და თქვენ კი აიჩემეთ: წადი ბიჭო ძვლები გაითბეო.
ozeki.
04 დეკემბერი 2018 14:53
7
ძალიან კარგი ბიჭია ჯანო, რომ არა ტრამვები და სპარტაკი ახლა უკვე სახელმოხვეჭილი მსოფლიოში ცნობილი ფეხბურთელი იქნებოდა! არ შეიძლება დროებით საქართველოში რომ დაბრუნდეს, ბათუმის ან თბილისის გუნდში ითამაშოს ნახევარი სეზონი?! სპარტაკში მას როგორც ფეხბურთელს დაუსვეს მსუქანი წერტილი!
aburjga
04 დეკემბერი 2018 13:23
11
სანამ დროა "სპარტაკს" მოცილდეს! ჰოლანდია ან ბელგია ზედგამოჭრილია!
მერაბი
04 დეკემბერი 2018 11:28
2
რაშენ შვაინეს, ბევრს არ გეხსომებათ, მაგრამ იყო დრო, როცა გავრილოვს ათამაშებდნენ ყიფიანის მაგივრად ნაკრებში, როცა ჰუსაინოვს და ბანიშევსკის ათამაშებდნენ მესხის ნაცვლად, გუცაევს საერთოდ არ აღირსეს ნაკრები, ერთი-ორი თამაშის გარდა, ასე რომ შორს მაგათგან, შოოოოორს!
დგდ
04 დეკემბერი 2018 10:51
1
მერე რას შეეკვეხა, რა ნაგვებიც არიან რუსები, ამდენხანს როგორ ვერ უნდა მიხვდე. ეხლა რომელიმე გრანდში იქნებოდა, მასაც გამოადგებოდა და ნაკრებსაც. მანდ პასუხი ერთია, წამოწოლილი შოულობს ფულს და ეს აკმაყოფილებს. ერთ ტრანსფერს თუ უნდა კიდევ მოასწრებს და ეგაა. არააქვს მეტი გონება და ჰე. ტრამვას თუ არ მიიღებს კიდე შეიძლება გამოგვადგეს, ვარჯიშობს მაინც, მარა უთამაშებელი 2 თამაშს ზედიზედ ვერ გაქაჩავს, შანსი არაა. კაროჩე 45 წუთის მოთამაშეა.მაგიც და ბარეორიც. თუ ახალი ხალხი არ დაამატა, გვარებს აღარ ვიტყვი, ვერსადაც ვერ გავალთ.
ლევანი
04 დეკემბერი 2018 10:25
7
ვწუხვარ, რომ უნდა დაგეთანხმო და მეტი გზა არა მაქვს. ფიზიკურად სუსტია, სუსტი ! ასეთია თანამედროვე ფეხბურთი. ცხენივით თუ არ ირბინა 90 წუთი, ფეხბურთელი არ ჰქვია. ხალხი კვირაში ზედიზედ რამდენიმე თამაშს ატარებს, ამას კიდევ სულ ტრამვა აქვს და როდის უნდა ათამაშონ ? მწვრთნელის ფავორიტიც რომ იყოს, მაინც ვერ ათამაშებს
)))))
04 დეკემბერი 2018 13:38
1
ცდილობენ მოტივაცია დაუკარგონ, ანუ რაც არ უნდა იშრომო მაინც არ გათამაშებო და თან ჭკუას გასწავლითო. და რა არის ჯანოს ის მთავარი “შეცდომა” რასაც არ პატიობენ ეს დაუცხრომელი “პედაგოგები”? - ის რომ რუსეთის ნაკრებს უარი უთხრა, 5 მილიონს და “სპარტაკის” ძირითადს. თუ რუსეთს აირჩევდა ძირითადშიც ათამაშებდნენ და ყველაფერი, მაგრამ უარი თქვა და პირობა პირობაა - არც აღირსებენ ძირითადს და თან სულ აკრიტიკებენ, ასე ვთქვათ იდეოლოგიურადაც ამტყუნებენ.
მინდი
04 დეკემბერი 2018 06:26
8
ხოდა წავიდეს მაგ გუნდიდან მერე, ან და "პროსტო" ფულს ვაკეთებ სკამზე ვზივარ და შემეშვითო და აღარც ეს სტატიები იქნება და აღარც ეს კომენტარები. ჩვენ გულშემატკივრები ვართ და ნაკრების ბედი გვადარდებს უბრალოდ და არა ჯანოს უთამაშებლობა გვიხარია. მას ჯანმრთელობას და წარმატებას ვუსურვებ!
SOLO
04 დეკემბერი 2018 14:49
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული