ნავსი გატეხა - ნიკა კაჭარავამ კვიპროსის თასზე დუბლი და საგოლე გადაცემა შეასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
5 დეკემბერს "ანორთისისმა" კვიპროსის თასის 1/8 ფინალში გასვლაზე 7:0 სძლია მე-2 დივიზიონის ჩლორაკას "აკრიტასს" და ამ შეხვედრაში დუბლით თავი ქართველმა თავდამსხმელმა ნიკა კაჭარავამ გამოიჩინა.

მწვრთნელმა იურგენ სტრეპელმა კაჭარავა შეუცვლელად ათამაშა, მან გოლები 84-ე და 89-ე წუთებზე გაიტანა და ამას გარდა, საგოლე გადაცემაც გააკეთა.

ნიკა ფამაგუსტურ გუნდში პოლონეთის "კორონადან" ზაფხულში გადავიდა, აქამდე გოლი არ ჰქონდა გატანილი და ნავსი გატეხა.

მან ჩემპიონატის 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა და უმეტესად შეცვლაზე შეჰყავდათ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ეს ეხლა მაინცდამაინც როცა ყველა ჯამრთელად იქნება მაშინ მოუმატებს ... ))) წარმატებები ნიკა მაგრამ სამწუხაროდ მესამე ფორვარდი ხარ ნაკრებში თუ კიდევ უფრო ქვევით არა , ძალიან მწყინს მაგრამ ასეა , ჯერ დრო გაქვს რომ კარგად მოუმატო და ღმერთმა ქნას პირველი ფორვარდი გამხდარიყავი ...
beji
23:11 05-12-2018
1
ამის სირბილს ბორძიკი უფრო ქვია, მაინც რა აღნაგობა აქვს არა? სუფთა ფუტბალისტია ტანათ. ნაკრების იმედი. კიპრის მეორე ლიგის გუნდისთვის დუბლი შეუსრულებია. შვეიცარიასთან დააყენეთ ძირითადში ბუჯოოოო. ვაი თქვენს პატრონს უბედურს. გილოცავთ
ვასო
21:58 05-12-2018
38
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული