უნგრეთის OTP BANK Liga-ს მე-17 ტურში ქართველმა თავდამსხმელმა ბაჩანა არაბულმა "პუშკაშ აკადემია" საკუთარ მოედანზე "პაკშისთან" წაგებას გადაარჩინა.
სტუმრები პირველ ტაიმში დაწინაურდნენ, 73-ე წუთზე მსაჯმა პირდაპირი ბარათით ფეხბურთელი გაუძევა, არაბულმა 90+4-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა და მატჩი 1:1 დასრულდა.
ბაჩანამ ჩემპიონატის 14 მატჩში 4 გოლი გაიტანა.
არაბულის გუნდი 18 ქულით მე-9 ადგილზეა და 15 დეკემბერს "მეზოკოვესდს" მასპინძლობს.