ანანიძემ "სპარტაკში" ჩემპიონატზე 9-თვიანი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშა და საგოლე პასი გააკეთა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ტრავმით გამოწვეული 9-თვიანი პაუზის შემდეგ ქართველმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ რუსეთის ჩემპიონატზე პირველად ითამაშა.

ანანიძე პრემიერლიგის მე-17 ტურში სტუმრად "ანჟისთან" მატჩის 70-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 0:2 იყო, 84-ე წუთზე ზე ლუისმა მისი პასით გაიტანა გოლი და "სპარტაკმა" 3:0 გაიმარჯვა.

ანანიძემ 6-თვიანი პაუზის შემდეგ სექტემბერში რუსეთის თასზე ითამაშა და ოქტომბერში ისევ ტრავმა მიიღო.

ბოლო რამდენიმე შეხვედრაში ის სათადარიგო იყო.

მწვრთნელმა ოლეგ კონონოვმა თქვა, რომ ის კარგად შევიდა შეცვლაზე და ბრაზილიელს შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა.

"სპარტაკმა" ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა და 28
ქულით სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
გამიხარდა ჯანოს ასეთი დაბრუნება 20 წუთი ითამაშა სულ, მაგრამ თავისი საქმე გააკეთაა.
ვიმედოვნებ მომავალში უფრო მეტი დრო მიეცემა ძირითდშიც დაიმკვიდრებს ადგილს მე ამ სპარტაკში ჯანოს პოზიციაზე ვერ ვხედავ ისეთ ფეხებრუთელებს, რომლებიც ჯანოზე უკეთესები არიან რაიმე კომპონენში ის უნდა იყოს ძირითადის ფეხბურთელი. წარმატებებს ვუსურვებ.
გიორგი
00:31 09-12-2018
0
- აბა ეხლა ჩუ! თქვენი ხმა არ გავიგო.
ზანგი
03:42 09-12-2018
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული