რუსეთის პრემიერლიგაზე "ორენბურგის" დამარცხების (2:1) შემდეგ კომენტარი "ლოკომოტივის" მცველმა საბა კვირკველიამ გააკეთა.
"ყოჩაღ ბიჭებს, ორი გოლი გავიტანეთ და გავიმარჯვეთ. ციოდა და ცოტა გულშემატკივარი მოვიდა სტადიონზე. როდესაც გამარჯვებების სერია გვექნება, მეტი ქომაგი მოვა.
რას ვფიქრობ "შალკესთან" მომავალ შეხვედრაზე? მოგებაზე უნდა ვითამაშოთ. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მესამე ადგილის დაკავების შანსი გვაქვს და ბოლომდე ვიბრძოლებთ".
"ლოკო" "შალკეს" 11 დეკემბერს გელზენკირხენში შეხვდება.