"სპარტაკის" მთავარი მწვრთნელი: ჯანოს იმედი მაქვს, მაგრამ მას ბევრი მუშაობა სჭირდება

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" მთავარმა მწვრთნელმა ოლეგ კონონოვმა "ანჟის" დამარცხების (3:0) შემდეგ ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე შეაქო, რომელმაც გუშინ, 8 დეკემბერს 9-თვიანი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშა და საგოლე გადაცემა შეასრულა.

"ის თამაშში კარგად ჩაერთო, რა თქმა უნდა, მისი იმედი მაქვს, მაგრამ მუშაობა ყველას სჭირდება, მანაც იცის რომ ბევრი მუშაობა სჭირდება, ამის შესახებ ჯანოსაც ვესაუბრე" - განაცხადა ოლეგ კონონოვმა.

ჯანო ანანიძემ ტრავმა 2018 წლის მარტში მიიღო და ვარჯიში სექტემბერში განაახლა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
თითოეულ წვეთს ამოგადენთ რაც ქართული ფეხბურთისთვის დამპლობები გიკეთებიათ, ქართველი ფეხბურთელებისთვის... ძალით გაფუჭება ევროპაში არ გაშვება ფიფადან მოწვევების დამალვა... გაგანადგურებთ, მოედანზე.
ზვიადი
21:49 09-12-2018
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული