ანანიძემ "სპარტაკში" ჩემპიონატზე 9-თვიანი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშა და საგოლე პასი გააკეთა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ტრავმით გამოწვეული 9-თვიანი პაუზის შემდეგ ქართველმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ რუსეთის ჩემპიონატზე პირველად ითამაშა.

ანანიძე პრემიერლიგის მე-17 ტურში სტუმრად "ანჟისთან" მატჩის 70-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 0:2 იყო, 84-ე წუთზე ზე ლუისმა მისი პასით გაიტანა გოლი და "სპარტაკმა" 3:0 გაიმარჯვა.

ანანიძემ 6-თვიანი პაუზის შემდეგ სექტემბერში რუსეთის თასზე ითამაშა და ოქტომბერში ისევ ტრავმა მიიღო.

ბოლო რამდენიმე შეხვედრაში ის სათადარიგო იყო.

მწვრთნელმა ოლეგ კონონოვმა თქვა, რომ ის კარგად შევიდა შეცვლაზე და ბრაზილიელს შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა.

"სპარტაკმა" ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა და 28
ქულით სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ადმინ,ჩემი პოსტი არ მოგეწონათ?
სოსო
18:14 09-12-2018
0
ამდენი წელი მუდამ როგორ უნდა ცდილობდეს ძირითადში ადგილის მოპოვებას?!! მართლა დროა წავიდეს სადმე და ნუ დახამდება ამათ ფულს..
ზურა
12:46 09-12-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული