Expressen.se გიორგი ხარაიშვილზე: ვარსკვლავი რჩება - კონტრაქტი გაფორმებულია

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ საქართველოს ნაკრების ნახევარცველმა გიორგი ხარაიშვილმა შვედურ "გეტებორგთან" კონტრაქტი გააფორმა, ის ამ დრომდე კლუბში "საბურთალოდან" იჯარის წესით ასპარეზობდა.

გამოცემა ქართველი ფეხბურთელის ფასსად აკონკრეტებს და მას 1.5 მილიონ შვედურ კრონად აფასებს. (დაახ. 300 ათასი ევრო).

"გიორგი ხარაიშვილი კლუბში 2018 წლის სეზონში იჯარის წესით და გამოსყიდვის უფლებით მოვიდა და წლის განმავლობაში ბევრი გააოცა. ქართველმა მეტოქის კარი 9-ჯერ აიღო. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის თამაში შეუმჩნეველი არ დარჩენილა და მისით უცხოეთის დიდი კლუბები დაინტერესდნენ" - ვკითხულობთ სტატიაში.

გიორგი ხარაიშვილის ახალი კონტრაქტი 2022 წლის
31 ივლისამდე გაფორმდა.

altგიორგი ხარაიშვილმა "გეტებორგთან" კონტრაქტი 3.5 წლით გააგრძელა

მკითხველის კომენტარები / 2 /
ხარაიშვილი რაც შეუძლია კარგად ვიცით. გიოტებორგი კი წარსულში მართლაც ძლიერი გუნდი იყო, ოღონდ დღეს 300 ათასად ღირებული ფეხბურთელით თუ უნდა გუნდის აწყობა, ძაან "დიდი" გეგმები ჰქონია:)
emigranti
23:24 09-12-2018
3
გიოტებორგი უეფას თასის მფლობელი და შვედეთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბია, იმედია დიდი გეგმები აქვთ და ხარაიშვილი ამ გეგმის ნაწილია. წარმატებები ამ ბიჭს, შრომა არ იკარგება!
დდდ
21:00 09-12-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული