"რანდერსის" სპორტული დირექტორი: საბა ლობჟანიძე შესაძლოა ზამთარში გავყიდოთ

AutoSharing Option
დანიის სუპერლიგის მე-19 ტურში ქართველმა შემტევმა საბა ლობჟანიძემ "ვენსდსისელის" კარში მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა და გუნდს გამარჯვება მოუტანა.

მატჩის შემდეგ კლუბის სპორტულმა დირექტორმა სიორენ პედერსენმა ქართველი ფეხბურთელის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ არ გამორიცხავს, საბა ლობჟანიძემ კლუბი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვოს, რადგან "რანდერსი" გასავარდნ ზონაშია და გაძლიერება ესაჭიროება.

"მისით ბევრი კლუბია დაინტერესებული, არის იმის შანსი, რომ ის ამ ზამთარშივე გავასხვისოთ. კლუბს ფული არ აქვს და თუ ახალი ფეხბურთელების ყიდვა დაგვჭირდება, საბას ამ სატრანსფერო ფანჯარაშივე გავყიდით." - განაცხადა სიორენ პედერსენმა.

23 წლის ფეხბურთელი დანიურ "რანდერსს" 2017 წლის ზაფხულში შეუერთდა, მიმდინარე სეზონში კი სუპერლიგაში ჩატარებულ 19 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

altსაბა ლობჟანიძემ ლამაზი გოლით "რანდერსს" გამარჯვება მოუპოვა [VIDEO]

altსაბა ლობჟანიძემ "ვენდსისელს" გოლი გაუტანა


მომზადებულია tv2ostjylland.dk-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 4 /
გუნდის ლიდერის გაყიდვით გაძლიერდებიან?რა ლოგიკაა?!
სოსო
18:57 10-12-2018
2
ფული არა გვაქო. 2-3 ახალგაზრდას იყიდიან სხვადასხვა პოზიციაზე. ზამთრამდე 2-3 თამაშის მოგებას შეეცდებიან და მერე გაყიდიან ალბათ. ფინანსური პრობლემები აქვთ. ეგ გუნდი უმაღლესში როა საბას დამსახურებაა. ისე ერთ ოფიჩიალურში მაგისთვის შანსი უნდა მიეცათ. იმსახურებს. იმ ბორძიკა მამამისოვიჩს ათი თავით სჯობს
ვასო
23:10 10-12-2018
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული