ჩაკვეტაძე "გენტს" ზამთარშივე დატოვებს? - ბელგიური კლუბი შემტევს ეძებს

AutoSharing Option
ბოლო პერიოდში გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ უამრავი ინფორმაცია ვრცელდება. Voetbalkrant.com-ის ცნობით, "გენტი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ფლეიმექერსა და შემტევს ეძებს.

როგორც ბელგიური გამოცემა იუწყება, "გენტი" და "ანდერლეხტი" "შარლეუას" პერუელი შემტევი ნახევარმცველით, კრისტიან ბენავენტეთი ინტერესდებიან, 24 წლის ფეხბურთელი კი სწორედ იმ პოზიციაზე თამაშობს, სადაც 19 წლის ქართველი.

"ანდერლეხტი" პრობლემის გადასაჭრელად პერუელი კრისტიან ბენავენტეს შეძენას გეგმავს, მაგრამ მისი კონკურენტი "გენტია", რომელიც მთლიანად 19 წლის გიორგი ჩაკვეტაძეზეა დამოკიდებული და იმ შემთხვევაში, თუ ეს ვარიანტი არ გამოვა, "ბუფალო" ("გენტის" ზედმეტსახელი) ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას სხვა ფლეიმეიქერის
და შემტევის შეძენას შეეცდება", - ვკითხულობთ Voetbalkrant.com-ზე.

როგორც ჩანს, "გენტში" გიორგი ჩაკვეტაძის ზამთარშივე გასხვისებაზე ფიქრობენ, გავრცელებული ინფორმაციით კი, ახალგაზრდა ქართველით "ტოტენჰემი", "რომა", "ბარსელონა" და სხვა კლუბები ინტერესდებიან.

alt"გენტმა" "ეუპენი" დაამარცხა და მეექვსე ადილზე გადავიდა - ჩაკვეტაძე 66-ე წუთზე შეცვალეს

alt"კეინი, იოზილი, ფაბრეგასი, ჩაკვეტაძე" - Mundodeportivo ზამთრის შესაძლო ტრანსფერების შესახებ


მკითხველის კომენტარები / 8 /
არიქა, შემტევი და ფლეიმეიქერი თუ აინტერესებთ, ჯანოს არავინ შესთავაზებს, ნეტავ?
N
11 დეკემბერი 2018 22:07
0
მეც გამიხარდება თუ მოშორდება ჯანო ამ რუსეთს ! მაგრამ აქ ბევრი ფაქტორია , ერთი რომ ჯანოს ძალიან ხშირად აქვს ტრავმა , და ბევრი გუნდი მოერიდება მის აყვანას , მეორე ის რომ გენტში არ მგონია რუსეთზე მეტი გადაუხადონ , თანხა რა თქმა უნდა დიდ როლს თამაშობს თორემ იგივე ხელფასები რომ
ქონდეთ ქართველ ფეხბურთელებს ევროპაში არ მგონია რუსეთისკენ გაიხედონ :) იაე ჰოლანდია ბელგიაა ჯანო კარგად მოერგებოდა :)
Levan1
11 დეკემბერი 2018 23:33
1
ჩაკვეტაძე და შერმადინი ფაჩულიას იდეალური შემცვლელები არიან. მილტონ ჰეიგს მხარდაჭერა სჭირდება და მაგარ ნაკრებს დაგვიყენებს.
მიდი გელა!
გელა ნუგზარაშვილი
11 დეკემბერი 2018 20:00
26
რამდენი გონებასუსტია ამ ქვეყანაზე.
გიორგი
12 დეკემბერი 2018 14:14
1
იხალისეთ, სანამ შეგიძლიათ.
გამვლელი.
11 დეკემბერი 2018 22:28
0
იმ დღეს დამესიზმრა რო სპარტაკში გადავიდა და კინაღამ ინსულტით გამეღვიძა! ტფუი ეშმაკს! ვაფშე ასაკრძალია მანდ ტრანსფერები
superman
11 დეკემბერი 2018 18:32
2
აცადეთ, ნუ აურევთ თავგზას და იპოვის გზას, ყოველდღე ათასი ჭორების და ვარაუდების ბეჭდვა არ მოგბეზრდათ?
1
11 დეკემბერი 2018 17:24
1
აწე ჩაკვეტაძეს არავინ აღარ ეკითხება... რა გზის არევაზე ლაპარაკობ? მაგან ფეხბურთზე უნდა იფიქროს ყველა ვარიანტში... კლუბის საკუთრებაა და უნდა გაყიდის და უნდა აჩუქებს. ვინც უფრო სარფიან წინადადება შესთავაზებს იმას მიჰყიდის. ასე ყველასთან, ჩაკვეტაძესთან და მესი-რონალდოსთან მიმართებაშიც. ხელფასსაც არ შეეკითხებიან. გახსოვს ალბათ რონალდომ რამდენი იწუწუნა რეალში ხელფასზე, 3 მჯერ ლიგა მოაგებინა და ხელფასი მაინც არ მოუმატეს. ფეხბურთი დღეს არის უკვე ბიზნესი...
გოგი
11 დეკემბერი 2018 18:02
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული