"თუ ასე გაგრძელდა, TOP კლუბში ჩაკვეტაძის ტრანსფერი შეგვიძლია შემდგარ ფაქტად მივიჩნიოთ"

AutoSharing Option
ბელგიური გამოცემა Voetbalnieuws.be-ის ინფორმაციით, იტალიური "რომა" ახალ ფეხბურთელებს ჰოლანდიასა და ბელგიაში ეძებს და სიაში რამდენი ფეხბურთელთან ერთად 19 წლის გიორგი ჩაკვეტაძეც იმყოფება.

მათი ცნობით, "რომას" წარმომადგენლები ხუთ ფეხბურთელს აკვირდებიან, მათ შორის: გოიკო სიმიროტს ("სტანდარტი"), სანდერ ბერგეს ("გენკი"), რაზვან მარინს ("სტანდარტი"), ერიკ გუტიერესს (პსვ) და გიორგი ჩაკვეტაძეს ("გენტი").

"გიორგი ჩაკვეტაძით "რომაა" დაინტერესებული. ახალგაზრდა ქართველის მიმართ, იტალიელთა გარდა, ინტერესს "დორტმუნდი", "ბარსელონა", "ტოტენჰემი", "ლაციო" და სხვა უამრავი კლუბი იჩენს.

"გენტს" ჩაკვეტაძის შენარჩუნება გაუჭირდება. თუ მომავალ თვეებში ის კარგად თამაშს გააგრძელებს, ზაფხულში TOP კლუბში
ტრანსფერი შეგვიძლია უკვე შემდგარ ფაქტად მივიჩნიოთ" - ვკითხულობთ Voetbalnieuws.be-ზე.

გიორგი ჩაკვეტაძემ მიმდინარე სეზონში ბელგიური "გენტის" რიგებში 24 მატჩი ჩაატარა, სადაც 5 გოლი და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

altჩაკვეტაძე "გენტს" ზამთარშივე დატოვებს? - ბელგიური კლუბი შემტევს ეძებს

alt"გენტმა" "ეუპენი" დაამარცხა და მეექვსე ადილზე გადავიდა - ჩაკვეტაძე 66-ე წუთზე შეცვალეს

მკითხველის კომენტარები / 11 /
ხვიჩა, მოკითხვა გოჩას! იქ სტამბულში. აბა შემახსენე რამდენად გაგყიდეს! აუუუუ, რა ცუდი დრო იყო..
მახმუდი
00:42 16-12-2018
0
ვიხილავთ მალე სარაგოსაში ან ხიმნასტიკში
ხვიჩა
09:00 13-12-2018
5

სიახლეები პოპულარული