"თუ ასე გაგრძელდა, TOP კლუბში ჩაკვეტაძის ტრანსფერი შეგვიძლია შემდგარ ფაქტად მივიჩნიოთ"

AutoSharing Option
ბელგიური გამოცემა Voetbalnieuws.be-ის ინფორმაციით, იტალიური "რომა" ახალ ფეხბურთელებს ჰოლანდიასა და ბელგიაში ეძებს და სიაში რამდენი ფეხბურთელთან ერთად 19 წლის გიორგი ჩაკვეტაძეც იმყოფება.

მათი ცნობით, "რომას" წარმომადგენლები ხუთ ფეხბურთელს აკვირდებიან, მათ შორის: გოიკო სიმიროტს ("სტანდარტი"), სანდერ ბერგეს ("გენკი"), რაზვან მარინს ("სტანდარტი"), ერიკ გუტიერესს (პსვ) და გიორგი ჩაკვეტაძეს ("გენტი").

"გიორგი ჩაკვეტაძით "რომაა" დაინტერესებული. ახალგაზრდა ქართველის მიმართ, იტალიელთა გარდა, ინტერესს "დორტმუნდი", "ბარსელონა", "ტოტენჰემი", "ლაციო" და სხვა უამრავი კლუბი იჩენს.

"გენტს" ჩაკვეტაძის შენარჩუნება გაუჭირდება. თუ მომავალ თვეებში ის კარგად თამაშს გააგრძელებს, ზაფხულში TOP კლუბში
ტრანსფერი შეგვიძლია უკვე შემდგარ ფაქტად მივიჩნიოთ" - ვკითხულობთ Voetbalnieuws.be-ზე.

გიორგი ჩაკვეტაძემ მიმდინარე სეზონში ბელგიური "გენტის" რიგებში 24 მატჩი ჩაატარა, სადაც 5 გოლი და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

altჩაკვეტაძე "გენტს" ზამთარშივე დატოვებს? - ბელგიური კლუბი შემტევს ეძებს

alt"გენტმა" "ეუპენი" დაამარცხა და მეექვსე ადილზე გადავიდა - ჩაკვეტაძე 66-ე წუთზე შეცვალეს

მკითხველის კომენტარები / 11 /
ხვიჩა, მოკითხვა გოჩას! იქ სტამბულში. აბა შემახსენე რამდენად გაგყიდეს! აუუუუ, რა ცუდი დრო იყო..
მახმუდი
16 დეკემბერი 2018 00:42
0
ვიხილავთ მალე სარაგოსაში ან ხიმნასტიკში
ხვიჩა
13 დეკემბერი 2018 09:00
5
გიო არავითარ შემთხვევაში არ წახვიდე გერმანიაში, ეგრევე ინგლისში ჩახტე ის ჯობია და იტალია ან ესპანეთი.
ძირს გერმანია.
13 დეკემბერი 2018 07:49
4
რა გააწყალეთ გული, როცა მოხდება მაშინ დაწერეთ, ნუ გგონიათ, რომ თქვენს ყოველდღიურ ყურადღებას ახალგაზრდას მიმართ რაიმე სიკეთის მოტანა შეუძლია მისთვის, ძალიან ცებით...ეხლა რა დღეში ხართ და მერე ახალ გუნდში ყოველ გაფაფხურებაზე ააჭრელებთ გვერდს "არაჩვეულებრივი", "ბრწყინვალე", "გადასარევი", "ფინტების კასკადი", "ფანტასტიკური ბურთს მიღება" და ა.შ...არ მოგბეზრდათ?!
emigranti
12 დეკემბერი 2018 15:07
13
შესაძლო ვარიანტებიდან ყველაზე კარგი დორტმუნდი იქნება, თუმცა დანარჩენი კლუბებიც არანაკლებ მნიშვნელოვანია
ილარიონი
12 დეკემბერი 2018 14:56
4
თბილისის დინამოში დაბრუნდი გიო,სახლთან და მშობლებთან მაინც იქნები ახლოს...წარმატებები გიო.
ბესო
12 დეკემბერი 2018 13:43
21
რომა და დორტმუნდი ამ ეტაპზე საუკეთესო ვარიანტებია გიოსთვის,აქ უფრო შეეძლება საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა და ლიდერობა.ჯერ ეს და მერე რეალი და ბარსელონაზე ფიქრი
ბაჩო
12 დეკემბერი 2018 13:38
1
გადავიდეს ეს ბავშვი და მერე ვწეროთ და ვიკითხოთ არ ჯობია?
შეეშვით რა, აცალეთ კაცს ვარჯიში და მშვიდი ცხოვრება, არ ეჩქარება ჯერ ამას ტოპ კლუბში, ნუ დაადგით ცუდად თვალი....
gg
12 დეკემბერი 2018 13:01
1
შევედი თქვენს მიერ მოწოდებულ ბელგიურ საიტზე და წავიკითხე ინფორმაცია ჩაკვეტაძის ტრანსფერის შესახებ. საინტერესოა, ბელგიური საიტი ქართულ წყაროებს ეყრდნობა როცა აცხადებს ჩაკვეტაძის სავარაუდო ტრანსფერების შესახებ, მაშინ როცა თქვენ ამ ბელგიურ წყაროს ეყრდნობით. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. მელამ მოწმედ თავისი კუდი მოიყვანაო თქვენზეა ნათქვამი.
ნუ სტყუით
12 დეკემბერი 2018 12:53
4
ბელგიური ენა ისწავლეთ თუ რაღაცეებს ფანტაზიორობთ. საიდან გაიგებდით თქვენ რას წერს ბელგიური გამოცემა.
უმრავლესობის წევრი
12 დეკემბერი 2018 12:09
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული