"გიორგი პაპუნაშვილის უცნაური ამბავი" - ესპანური პრესა ქართველი ფეხბურთელის მოუშუშებელი ტრავმის შესახებ

AutoSharing Option
28 სექტემბრის შემდეგ "სარაგოსას" ქართველი ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი მოედანზე აღარ გამოჩენილა, სწორედ ამ დღეს "ალბასეტესთან" მატჩში მიიღო ტრავმა, რომლის მოშუშებაც ჯერ კიდევ ვერ მოახერხა.

ქართველი ფეხბურთელის მდგომარეობას ვრცელ სტატიას უძღვნის ესპანური გამოცემა Eldesmarque.com-ი, სათაურით "გიორგი პაპუნაშვილის უცნაური ამბავი" და მას უცვლელად გთავაზობთ:

2017 წლის ზაფხულში "სარაგოსაში" უცნობი ქართველი ფეხბურთელი მოვიდა. ის პირადად კლუბის დირექტორის ლალო არანტეგის აღმოჩენა იყო, რომელიც მან კლუბისთვის უჩვეულო ადგილიდან წამოიყვანა. გიორგი პაპუნაშვილი ნაჩო გონსალესის გუნდის მნიშვნელოვანი წევრი გახდა, რომელთან ერთადაც ლა ლიგა 2-ში მესამე პოზიცია დაიკავა.

ტრავმა პრე-სეზონზე

დღესდღეობით პაპუ "სარაგოსას" ფანებისთვის უბრალო მოგონებაა, მათ პრაქტიკულად დაავიწყდათ, როდის ჰქონდათ შანსი ეს მოთამაშე "ლა რომარედას" ბალახზე ეხილათ. პრე-სეზონზე მიღებულმა კუნთის ტრავმამ მას იმანოლ იდიაკესის გუნდში ადგილის დამკვიდრება გაურთულა, რეაბილიტაციის შემდეგ, ქართველს სეზონის საწყის მატჩებში თამაშის შანსი მიეცა. "რაიო მაიადაჰონდასთან" და "რეუს დეპორტივოსთან" ის ბოლო წუთებზე გამოჩნდა, "დეპორტივოსთან" კი სასტარტო შემადგენლობაში იყო და თამაშის დაწყებიდან 5 წუთში გოლიც გაიტანა, "ალმერიასთან" მატჩში კი პირიქით - ანტიგმირი გახდა, რადგან მის მიერ დაკარგულ ბურთს, "სარაგოსას" კარში გოლი მოჰყვა, გიორგიმ ითამაშა "ლუგოსა" და "ალბასეტეს" წინააღმდეგაც.

დაჭიმულობა და შეშუპება
კარლოს ბალმონტეს სახელობის სტადიონზე ალბასეტეში ქართველმა ისევ მიიღო ტრავმა, ამჯერად პრობლემა მის კოჭს ჰქონდა. პირველი დიაგნოზის მიხედვით, კოჭ-წვივის სახსრის ტრავმა, იოგების დაჭიმულობა და ძლიერი კონტუზია აღინიშნებოდა. 12 დღის შემდეგ პაპუ გუნდთან ერთად ვარჯიშს დაუბრუნდა, რამდენიმე დღეში კი ახალი დიაგნოზი დაისვა, ფეხბურთელს ძვლის შეშუპება აღმოაჩნდა, რამაც მას ნორმალურად ვარჯიშის საშუალება არ მისცა.

ოქტომბრის დარჩენილ დღეებში, ახალი არაფერი გარკვეულა. გიორგი პაპუნაშვილი მადრიდში გაემგზავრა, რათა ახალი მეთოდი - ჰიპერბარიული პალატა გამოეყენებინა. მას შემდეგ ყოველ პრესკონფერენციაზე "სარაგოსას" დამრიგებელი ლუკას ალკარესი, პაპუსთან დაკავშირებულ შეკითხვაზე ლაკონურად პასუხობს, რომ ის ტრავმირებულია, როგორც ჩანს 2019 წლამდე მოცდა მოგვიწევს, რათა ის ისევ ვიხილოთ გუნდის გასახდელში.

ამ ეტაპზე მხოლოდ შეგვიძლია ვისურვოთ, რომ გიორგი პაპუნაშვილი, გუნდს რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს. "სარაგოსას" ახლა ძალიან ესაჭიროება შეტევაში დახმარება.

altDiario aragones: გიორგი პაპუნაშვილი მოედანზე დაბრუნებას წელს ვეღარ მოახერხებს

altესპანური პრესა: გიორგი პაპუნაშვილს "სარაგოსას" ექიმებმა ვერ უშველეს, ამიტომ მკურნალობის მეთოდი იცვლება

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული