"სპარტაკის" მწვრთნელი ანანიძის მომენტზე: ჯიქიამ შეცდომა დაუშვა

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" მთავარმა მწვრთნელმა ოლეგ კონონოვმა "ვილიარეალთან" (0:2) ევროპა ლიგის მატჩში გიორგი ჯიქიას საქციელზე კომენტარი გააკეთა, რომელიც ჯანო ანანიძეს გამოექომაგა.

მატჩის 90-ე წუთზე კოსტა ხაუმემ ქართველი ფეხბურთელის წინააღმდეგ უხეშად ითამაშა, რის გამოც არბიტრმა ის მოედნიდან გააძევა. ჯიქიამ მეტოქის უხეში თამაშის საპასუხოდ ხელი ჰკრა და ძირს დააგდო. ამის გამო მან ყვითელი ბარათი მიიღო.

"იმ მომენტში სერიოზული დარტყმა იყო უკნიდან და ჯიქიამ იფიქრა, ცუდი რამე მოხდა, რადგან ის და ჯანო მეგობრობენ. ასეთი ემოციების მომხრე არ ვარ. ჩემთვის მან შეცდომა დაუშვა. მსაჯმა მხოლოდ
ყვითელი ბარათი უჩვენა და აქ ცოტა გაგვიმართლა", - განაცხადა კონონოვმა.

altანანიძეს "ვილიარეალის" ფეხბურთელმა კინაღამ ფეხი მოსტეხა და ჯიქია გამოექომაგა [VIDEO]
მომზადებულია sovsport.ru-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 14 /
იცვლება კავკასიის მაღლობებზე სალი კლდეები, ქვა ღორღი, სადაც ბალახიც კი არ ამოდის, ნოყიერ და მდიდარ მიწის ნაკვეთზე რუსეთის იმპერიაში, ციმბირს და შორეულ აღმოსავლეტს ნუ შემომთავაზებთ, სასურველია მოსკოვთან და ლენინგრადთან ახლოს.
ნუ დაგავიწყდებათ, რომ დგება ღორის წელი და ღორს რკო უყვარს.
რკოს მიუტანთ ხიხოს,
ხიხო მოგცემთ მანდატს და მიიღებთ ტენდერს,
მოიგებთ და ამიხვალთ საშინელ გაჭირვებიდანო.
დატორმუზებული ოცნებისტი
03:36 15-12-2018
12
ქვეყანა კარტოფილზე გაყიდეთ და თქვენ აბობთ რომ ჯიქიაზე ქართველი არარიო?სირცხვილის გრძნობა გაგიქრათ ალბათ ქართველებს.
უცხოელი.
00:07 15-12-2018
18

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული