"გენტი" "შარლერუასთან" დამარცხდა - ჩაკვეტაძემ ჩვეულ დონეზე ისევ ვერ იასპარეზა

AutoSharing Option
14 დეკემბერს, ბელგიის A დივიზიონის მე-19 ტურში "გენტი" სტუმრად "შარლერუასთან" 0:2 დამარცხდა.

"გენტი" ტერიტორიულ უპირატესობას კი ფლობდა, მაგრამ გოლი ვერ გაიტანა, 88-ე წუთზე იქით გაუშვა გოლი, რის შემდეგაც დიდი ძალებით შეუტია და კონტრშეტევაზე მეორე გოლი მიიღო საკუთარ კარში.

გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა და ისევე როგორც წინა ტურში "ეუპენთან", საუკეთესო მატჩი ნამდვილად არ ჩაატარა. პირველ ტაიმში მისი პასით თავდამსხმელ იარემჩუკს შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ კარგი მომენტი ვერ გამოიყენა.

გიორგი ქვილითაიამ ტრავმა მოირჩინა და ვარჯიში დაიწყო, მაგრამ ჯერ სათამაშოდ მზად არაა და
მწვრთნელმა განაცხადში არ შეიყვანა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ "გენტის" მწვრთნელმა იეს ტორუპმა დაიჩივლა, რომ თამაში საფინალო სასტვენამდე გრძელდება, მისმა გუნდმა ბოლოს კონცენტრაცია დაკარგა და დაისაჯა.

"გენტი" 28 ქულით ჯერჯერობით მე-7 ადგილზეა და 21 დეკემბერს, შემდეგ ტურში "სერკლ ბრიუგეს" მასპინძლობს, იქამდე კი 18 დეკემბერს თასის მეოთხედფინალში, გასვლაზე "სენტ ტრუიდენს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 25 /
ჯერ მხოლოდ 19 წლისააა!! რა დაგმართნიათ ხალხო?! რონოალდის, რივალდოს, ბექემს და აღარ მოვთვლი კიდე რამდენ ვარსკვლავს აქვს ჩაგდებული თამაშიც და სეზონიც../ თქვენ ყოველდღე ერთნარი განწყობით ხართ თქვენ საქმეში ?! ამ ბავშვს რო ლანძღავთ აქილიკებთ?!
Vasili
15 დეკემბერი 2018 15:48
0
გიორგი თუ ვერ თამაშობს მაშინ ვინ გენტში? ყველა მაგარი ეგოისტია. განსაკუთრებით ესიტი რომელმაც ერთი პასი არ გაუკეთა 100 დან. მაგარი ფარჩაკი ტიპები ყავს გუნდში
იიიი
15 დეკემბერი 2018 13:49
1
შეეშვით ამ ბიჭს და უფრო მეტს მიაღწევს, ასე კი დაასამარებთ მის კარიერას - დიდ წნეხში უწევს თამაში რისთვისაც არ არის მზად მენტალურად. ნიჭიერია ძალიან, მაგრამ ამომავალი სუპერვარსკვლავის სტატუსი ანდორასთან და ყაზახეთთან მატჩებში გაბრწყინებით ზედმეტია და დათვურ სამსახურს გაუწევს თვითონ გიორგის.
???
15 დეკემბერი 2018 20:40
0
ამოძრავდნენ სვავები, საკვები მიეცათ. ტყუილად ირჯებიან. გადავიღალეო, ბიჭმა ნათლად თქვა.
გიორგი
15 დეკემბერი 2018 13:33
3
არ თამაშობს ეს გუნდი გუნდურ ფეხბურთს.გიორგის პასს არავინ არ აძლევს მწვრთნელი რისთვის არის საერთოდ,დავიჯერო იმას ავალებს ფეხბურთელებს რომ ყველამ თქვენთვის ირბინეთო?
ვახო
15 დეკემბერი 2018 12:26
3
დაანებეთ ამ ბიჭს თავი და აცალეთ მშვიდად თამაში, რომ საკუთარ თაქვყე იყოს კონცენტრირებული… ამას კი არა, რონალდუს და მესის ჩაუგდიათ თამაშები ზედიზედ...
Lasha
15 დეკემბერი 2018 11:40
4
ეს ბიჭი ტოპ გუნდში ვერ ითამაშებს. და არც გადავა. არაფერი განსაკუთრებული არ გააჩნია
დათო
15 დეკემბერი 2018 08:36
49
ეგ ბიჭი არ ვიცი გადავა თუ არა ტოპ გუნდში , მაგრამ შენი მაქსიმუმი ცხოვრებაში იაზვა კომენტარებით ინტერნეტში მოძრაობაა, ვერაფერს ვერ მიაღწევ დარჩენილ ცხოვრებაში :(
დავითს :დ
15 დეკემბერი 2018 11:42
5
წადი სადმე კარგ კლინიკაში შეემოწმებინე
grego
15 დეკემბერი 2018 11:38
4
აქ ბევრჯერ დავწერე რომ არაფერი მოვლენა ჩაკვეტაძე არაა. ნიჭიერია რა თქმა უნდა მაგრან ნუ ელოდებით მისგან სუპერვარსკვლავობას. ითამაშებს საშუალი ევროპულ დონეზე.
გელა ნუგზარაშვილი
15 დეკემბერი 2018 11:47
14
და რატომ არ უნდა ველოდოთ სუპერვარსკვლავობას 19 წლის ბიჭისგან ? რომელი ასაკიდან ხდებიან სუპერვარსვკლავები? ისე ვისაც გვჯერა დაველოდებით და ვისაც არა გაატარეთ
გიორგი
15 დეკემბერი 2018 17:16
1
სეზონის ბოლოა, მალე დაიწყება დასვენება, ფიზიკური კონდიციები ჯერ ვერ აქვს ისე განვითარებული, რომ ბოლომდე გაქაჩოს მაღალ დონეზე თამაში ეს მოსალოდნელიც იყო, ჯერ კიდევ 19 წლისაა და ძალიან ძნელია ასე თამაში, ახლა მთავარია კონცენტრაცია არ დაკარგოს გადაღლილობისგან და ტრამვა არ მიიღოს, შეიძლება თავს უფრთხილდება კიდეც და მაგიტო არ იხარჯება ბოლომდე არ უნდა რომ გარისკოს.
qar
15 დეკემბერი 2018 11:12
1
Ox es qvilitaia rodis dabrundeba!
Kika
15 დეკემბერი 2018 08:37
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული