კვიპროსის ჩემპიონატის მე-13 ტურში "ანორთოსისი" საკუთარ მოედანზე "პაფოსს" დაუზავდა - 2:2 და კვლავ გამოიჩინა თავი ქართველმა თავდამსხმელმა ნიკა კაჭარავამ.
"ანორთოსისის" მწვრთნელმა იურგენ სტრეპელმა ისევ ძირითად შემადგენლობაში დააყენა კაჭარავა და მან ისევ დალაშქრა მეტოქის კარი. ნიკამ ბოლო 3 მატჩში 4 გოლი გაიტანა.
რაც შეეხება ბექა მიქელთაძეს, სტრეპელმა 75-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე.
"ანორთოსისი" 20 ქულით სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა და 23 დეკემბერს აელ-ს შეხვდება.