ლეგიონის უქმეები: შესვენებები დაიწყო, თუმცა ქართველებმა 3 გოლი მაინც გაიტანეს! [VIDEO]

AutoSharing Option
ჩემპიონატების უმრავლესობა ან ისვენებს, ან დასრულდა. შესაბამისად, ლეგიონერთა დიდი ნაწილი საქართველოში ბრუნდება და ახალი წლის სამზადისში ერთვება. რაც შეეხება დანარჩენებს, ზოგს კარგი უქმეები ჰქონდა, ზოგსაც სკამზე მოუწია დროის გატარება.

ავსტრია
ოთარ კიტეიშვილის "შტურმმა" "ადმირა" 3:0 გაანადგურა. ქართველი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 92-ე წუთზე შეცვალეს. 18 ტურის შემდეგ გრაცელები მეექვსე ადგილზე არიან.

ბელგია
ქართველების "გენტი " "შარლერუას" ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. გიორგი ჩაკვეტაძემ შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა, გიორგი ქვილითაია განაცხადში არ ყოფილა. 19 ტურის შემდეგ "გენტი" მერვე ადგილზეა.

კვიპროსი
ნიკა კაჭარავასა და ბექა მიქელთაძის
"ანორთოსისი" შინ "პაფოსს" 2:2 დაუზავდა. ნიკა კაჭარავამ შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა და 23-ე წუთზე გოლი გაიტანა, მიქელთაძე კი 75-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე. ფამაგუსტელები 13 ტურის შემდეგ მეოთხე ადგილზე არიან.


დანია
ლაშა პარუნაშვილის "ეისბერგმა" "ნორდსიელენდი" 3:0 დაამარცხა. ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად იასპარეზა. 20 ტურის შემდეგ მისი გუნდი მეოთხე ადგილზეა.

საბა ლობჟანიძის "რანდერსმა" შინ "ვეილს" 2:0 სძლია. ჩვენებური შემტევი ძირითად შემადგენლობაში იყო და 75-ე წუთზე შეცვალეს. მისი გუნდი სუპერლიგაში მეექვსე ადგილზეა.

უნგრეთი
მურთაზ დაუშვილის "ჰალადასი" "დებრეცენს" დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა. ქართველი საყრდენი ძირითად შემადგენლობაში იყო, 23-ე წუთზე ყვითელი მიიღო, მეორე ტაიმში კი სათადარიგოდ გადაინაცვლა. დაუშვილის გუნდი 18 ტურის შემდეგ ბოლო, მე-12 ადგილზეა.

ბაჩანა არაბულის "პუშკაშის აკადემიამ" "მეზოკოვესდს" 2:0 სძლია. არაბული ძირითად შემადგენლობაში იყო და შეხვედრის მიწურულს შეცვალეს. აკადემიელები მეცხრე ადგილზე არიან.

გიორგი ბერიძის ''უიპეშტი" ''ჰონვედს" ესტუმრა და 2:2 ეთამაშა. ბერიძემ მეორე ტაიმის დასაწყისში, 46-ე წუთზე თავი გოლით გამოიჩინა. ეს რიგით მეოთხე გოლია მადიარების პირველობაზე. ქართველი 87-ე წუთზე შეცვალეს. ბერიძის გუნდი მეხუთე ადგილზეა.


პოლონეთი
ვატო არველაძის "კორონა" "სლასკს" 1:1 დაუზავდა. ქართველი შემტევი სათადარიგო იყო. 19 ტურის შემდეგ კელცელები მეექვსე ადგილზე არიან.

გიორგი მერებაშვილის "პლოცკი" "ვისლასთან" 1:2 დამარცხდა. ერთადერთი გოლი გიორგი მერებაშვილის ანგარიშზეა, რომელმაც 48-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა. ეს მისი მეხუთე გოლია ექსტრაკლასაში. პლოცკელები მეთორმეტე ადგილზე არიან.


ლუკა ზარანდიას "არკა" "გორნიკს" ესტუმრა და 1:1 დაუზავდა. ჩვენებურმა შემტევმა შეხვედრა სრულად ჩაატარა. გდინიელები მეცხრე ადგილზე არიან.

პორტუგალია
მორიგი მარცხი განიცადა ავთო ებრალიძის "ჩავესმა", რომელიც შინ "მორეირენსესთან" 1:2 დამარცხდა. ებრალიძე სათადარიგო იყო. მისი გუნდი 13 ტურის შემდეგ ბოლო, მე-18 ადგილზეა.

ესპანეთი
სეგუნდა დივიზიონში გიორგი აბურჯანიას "ლუგო" "ალმერიას" ესტუმრა და ფრედ, 1:1 ეთამაშა. ქართველი საყრდენი სათადარიგო იყო. 18 ტურის შემდეგ აბურჯანიას გუნდი მე-14 ადგილზეა.

შვეიცარია
ქართველების "ლუცერნმა " "სენტ გალენი" 2:1 დაამარცხა. ოთარ კაკაბაძე განაცხადში არ ყოფილა, ვაკო გვილია სათადარიგო იყო და მოედანზე 70-ე წუთზე გამოჩნდა. 18 ტურის შემდეგ ლუცერნელები მეხუთე ადგილზე არიან.

altვაკო გვილია 20 წუთი ათამაშეს - "ლუცერნმა" მოიგო

მკითხველის კომენტარები / 3 /
ოხ, ერთი ტორპედო შეხვდეს მერებას და კაჭარავას გუნდებს, რო ამოვტენოთ, და რო მიხვდნენ ჩვენზე უარეს გუნდში არიან ამჟამად... მარა რად გინდა, იქაც მაჩანჩალა გუნდებში არიან..
ქუთაისელი
15:20 17-12-2018
3
კაკაბაძე განაცხადში რატო ვერ ხვდება?
ბაჩო
11:24 17-12-2018
1

სიახლეები პოპულარული