"კრასნოდარმა" თორნიკე ოქრიაშვილთან კონტრაქტი გაწყვიტა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების წევრი თორნიკე ოქრიაშვილი უკლუბოდ დარჩა.

ოქრიაშვილსა და "კრასნოდარს" შორის კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა, - იტყობინება რუსული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

შეგახსენებთ, რომ ოქრიაშვილი "კრასნოდარში" 2016 წლის სექტემბერში თავისუფალი აგენტის სტატუსით მივიდა. მას შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა მხოლოდ 20 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

როგორც რუსული კლუბის საიტზე წერია, "კრასნოდარი" მადლობას უხდის თორნიკე ოქრიაშვილს გაწეული სამსახურისთვის და მომავალ კარიერაში წარმატებას უსურვებს.

altსულ ამბობდა, რომ მე შევძლებო - ლიკა მუზაშვილი თორნიკე ოქრიაშვილს სხვა კუთხით

გაგაცნობთ
მკითხველის კომენტარები / 33 /
ეს და ჭანტურია,რა საცოდაობაა ნიჭი და უჭკუობა ერთად,რომელიც არ იკურნება:(((
ვაახ
12:49 17-12-2018
3
ჩემი აზრით აქამდეც რომ გააჩერეს კლუბში ესეც მიკვირდა. ეს კაცი არაა სამწუხაროდ იმ დონეზე რომ კრასნოდარის დონის გუნდში ძირითადში გაქაჩოს. ამდენი ტრავმები არაა შემთხვევითი ესაა სამუწუხაროდ ცუდი დისციპლინის ბრალი. ამ ეტაპზე ოქრისთვის მთავარია სათამაშო პრაქტიკა, რომლის გარეშე არაფერი არ გამოვა. რა თქმა უნდა მონაცემები ტექნიკის მხრივ დიდი აქვს ის ამ მხრივ კრასნოდარზე დიდ გუნდშიც ითამაშებს,მაგრამ ახლა სჯობს მინიმუმ 1 წლიანი პრაქტიკა მიიღოს თუნდაც ჩეხეთში, თუნდაც კვიპროსში,თუნდაც სლოვაკეთში ან პოლონეთში. სადაც მუდმივად ძირითადში იქნება. მომენატრა ამ კაცის თამაში,სადაც არ უნდა ითამაშოს ყველგან მივადევნებ თვალს ოღონდ ითამაშოს!
kika
13:18 17-12-2018
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული