21 დეკემბერს Sport Inside-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსკოვის "სპარტაკის" ქართველ ნახევარმცველს ჯანო ანანიძესა და გუნდის კიდევ 3 ფეხბურთელს კლუბისგან უწყება მიუვიდა, რომ სათამაშოდ სხვა გუნდი უნდა მოძებნონ და "სპარტაკი" დატოვონ.
ჩვენ რა თქმა უნდა მხოლოდ ქართველი ფეხბურთელის ბედი გვადარდებს. რუსულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანამხად ისე ჩანს, რომ ეს ამბავი უფრო სიმართლეს ჰგავს, ვიდრე ჭორს.
"სპორტ-ექსპრესის" მიმომხილველი ამ ფეხბურთელების შესახებ წერს და ამბობს, რომ უწყების გარდა ანანიძეს პირადად დაურეკეს და ამის შესახებ ისე ამცნეს.
ჯერ ვებგვერდის ავტორს ქართველი ფეხბურთელის მონაცემები მოჰყავს,
სადაც მისი კონტრაქტი, ხელფასი და ტრანსფერის ღირებულება წერია. ამ მონაცემებიდან ირკვევა, რომ ჯანოს წლიური გასამრჯელო 2 მლნ ევროა.
ახლა კი მოსაზრება, რომელიც თავად ჯანოს ეხება:
"ქართველ ჰავბეკს, ჩვენი ინფორმაციით, კლუბიდან პირადად დაურეკეს (შესაძლოა ეს სპორტული დირექტორი სერგეი როდიონოვი იყო) და ჯანო საუბრის შედეგით საკმაოდ დამწუხრებული დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ სეზონის დასაწყისში ნახევარმცველმა "სპარტაკის" შემადგენლობაში მხოლოდ 43 წუთი ითამაშა 3 ოფიციალურ მატჩში, ის ნამდვილად არ ელოდა ასეთ სცენარს.
ასეთი ხელფასისა და კონტრაქტის მქონე ფეხბურთელის დასაქმება რთული იქნება. მეორეს მხრივ სათადარიგოთა სკამზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ყოლა, რომელსაც იმედის მომცემი ფეხბურთელობიდან სტაბილურად ძირითადის კატეგორიაში გადასვლა არ შეუძლია, ძალიან დიდი ფუფუნებაა. წითელ-თეთრებს საკმაოდ რთული ამოცანის გადაწყვეტა მოუწევთ", - წერია სტატიაში.
ამასთან ერთდ რუსულ პრესაში ვრცელდება წამსვლელთა სიაში მყოფი ფეხბურთელი სალვატორე ბოკეტის აგენტის ანდრეა დ'ამიკოს თქმით Sport Inside-ს გავრცელებული ინფორმაცია სინმადვილეს არ შეესაბამება.
- მასიმო კარერა, 2018 წელი.
- მასიმო კარერა, 2018 წელი.
2 მილიონს უხდიან სკამის მხეხავ ფეხბურთელს ?
რაღაც არ მგონია მართალი იყოს )