sport-express.ru: ცნობილი გახდა, რატომ დაურეკეს ანანიძეს "სპარტაკიდან"

AutoSharing Option
გავრცელებული ინფორმაციით, ქართველ ნახევარმცველს ჯანო ანანიძეს მალე მოსკოვის "სპარტაკის" დატოვება მოუწევს. ამაზე "სპორტ-ექსპრესის" ჟურნალისტმა ვიაჩესლავ კოროტკინმა შემდეგი დაწერა.

"ჩვენი ინფორმაციით, ქართველ ჰავბეკს კლუბიდან პირადად დაურეკეს (ზოგიერთი მონაცემით, სპორტულმა დირექტორმა სერგეი როდიონოვმა) - და ჯანო ძალიან უკმაყოფილო დარჩა საუბრის შედეგებით. მიუხედავად იმისა, რომ ნახევარმცველმა "სპარტაკში" 3 ოფიციალურ მატჩში მხოლოდ 43 წუთი ითამაშა, აშკარად არ ელოდა ასეთ სცენარს.

ამასთან, ასეთი ხელფასის და ხანგრძლივვადიანი კონტრაქტის მქონე ფეხბურთელისთვის გუნდის მონახვა ადვილი არ იქნება. მეორეს მხრივ, თადარიგში ძვირადღირებული მოთამაშის ყოლა, რომელიც იმედის მომცემიდან სტაბილურად ძირითად
შემადგენლობაში მოთამაშის კატეგორიაში გადასვლას ვერ ახერხებს, ძალიან დიდი ფუფუნებაა. კლუბს მეტად რთული ამოცანის გადაჭრა მოუწევს".

ანანიძეს "სპარტაკთან" კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, მისი სეზონური გასამრჯელო 2 მილიონი ევროა და ალბათ, სულაც არ აწყობს გუნდის გამოცვლა. კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტის შემთხვევაში, მოსკოვურ კლუბს მისთვის სერიოზული კომპენსაციის გადახდა მოუწევს.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ჯანო, გული არ გაიტეხო. ჩამოდი და სახელმწიფო მოხელედ დაიწყე მუშაობა. მაგარი ბიზნესია. არც ფიზიკური და გონივრული დატვირთვა დაგჭირდება. ასე თუ ისე, სახელი მაინცა გაქვს.
გიორგი.
27 დეკემბერი 2018 02:56
0
ჯანო, ნურავის მოუსმენ, ნუ აჩქარდები, დინჯად მოიქეცი. გთხოვ გაითვალისწინო შენი ნაღდი გულშემატკივრების აზრი:ყველაფერი წინ გაქვს, იღბალი მოგცეს უფალმა! კიდევ გთხოვ არ აჩქარდე, გახსოვდეს:შენს უკან შენი ოჯახი და ნაღდი გულშემატკივრები დგანან, სფფ-ს ვთხოვთ მხარი დაგიჭირონ, მაგრამ მთავარი მაინც შენ ხარ! მამაშენს რომ გაუხარდებოდა-ისე მოიქეცი, გთხოვ...
კახელი პაპა
25 დეკემბერი 2018 16:04
0
“იანვარში ანანიძით 2 ესპანური კლუბი იყო დაინტერესებული მაგრამ ჩვენ ის გავუშვით, ჯანო ჩვენი “პატარა პირლოა” რომელიც მოსკოვის სპარტაკს ალამაზებს.”

- მასიმო კარერა, 2018 წელი.

თურმე სულ ჯანოს ბრალია ყველაფერი.
23 დეკემბერი 2018 23:40
0
ჯანო იმედია ტრამვები არ შეგაწუხებს და დარწმუნებული ვარ შენ სათქმელს კიდევ იტყვი სადაც არ უნდა იყო დარწმუნებული ვარ წარმატებები
დიმა
23 დეკემბერი 2018 08:59
0
ყველა პერსპექტიული ფეხბურტელი ვარსკვლავი ვერ გახდება. ნუ იქნებით მაქსიმალისტები. ჯანოს ბევრმა ობიექტურმა და სუბიექტურმა ფატორმა შეუშალა ხელი. წარმატებები ვუსურვოთ ჯობია! სპარტაკიც კომპენსაციას გადაუხდის და იმ გუნდში გადავა სადაც დროს მიცემენ! ყველაფერი მოხდა როგორც ინდურ კინოებში!
ვასო
23 დეკემბერი 2018 03:01
0
ჯანო ჯერ 26 წლისაა, ყველაფერი წინ აქვს.
გიზოგ
24 დეკემბერი 2018 15:36
0
ნწ... არა რა, აი რო გიყურებთ ამ კომენტარებში რეებს წერთ იმენა არაფრის ღირსი არა ხართ რა. ჯანომ რომ კარგად ითამაშოს და გაგახაროთ არა ხართ მაგის ღირსი, რაც აქამდე გაუკეთებია ნაკრებში იმას ვერ ხედავთ და აღარ გახსოვთ, როგორ უხდით რასაც ქვია მიწასთან ასწორებს ტიპს მოტივაციას უკარგავთ. რა აზრი აქვს ამისთანა პრიმატი მასის გახარებას, აჰა გაუკეთე რამე შეუგნებელ არსებას. რომც გაიხაროთ ისიც არ შეგერგებათ, ჯანოს წარმატებით გავიხარებთ მე და ჩემნაირები თქვენთვის ეგ იქნება სასჯელი და ხმა არ გექნებათ ამოსაღები.
Tipi
23 დეკემბერი 2018 01:42
11
* ჯანოს გაბრწყინება და ბოღმით ვინ დაიხოცება ნახავთ.
Dmnr
23 დეკემბერი 2018 23:16
0
ჯანოს გაბრწყინება და ბოღმით დაიხოცება ნახავ. ჩვენ გავიხარებთ და ჩვენ გავისწორებთ, ბოღმა და დახოცვა სხვაგან. და შენ რასაც წერ ეგ ბევრად უარესია ვიდრე “ბოღმა“ ...
Dmnr
23 დეკემბერი 2018 20:20
0
ყველა გამოხმაურება
ევროპის არცერთი გუნდი ანანიძეს 2 მლნ ხელფასს არ გადაუხდის. ატც ღირს მაგდენი. იმიტომ იყო ბედნიერად მოყუჩებული და შეგუებული სკამზე ჯდომას.
გელა ნუგზარაშვილი
23 დეკემბერი 2018 01:03
8
იმედია თუნდაც სუსტ,მაგრამ ევროპულ გუნდში გადავა,სადაც ათამაშდება და მერე ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მისი ნიჭის პატრონს კიდევ აქვს შანსი რო კარგი ფეხბურთი ითამაშოს. სპარტაკში ვერ ათამაშდებოდა მაინც. კაია რო უშვებენ, თორე მაქედან თავისით წამომსვლელს არ გავდა :)))
-_-
22 დეკემბერი 2018 23:18
1
რათქმაუნდა უკმაყოფილოა მაგრამ მეორეს მხრივ თუ გაუმართლა და ტრამვებმა არ შეაწუხა შეიძლება კარგმა გუნდებმა აიყვანონ ჯანოს უდიდესი პოტენციალი აქვს ტრამვებმა იქ მწვრთნელი არ ენდობოდა და ფაქტიურად არც უთამაშია
კახა
22 დეკემბერი 2018 23:18
1
ტბილისელო სჰენ რა გიხარია ნეტა ვიცოდე
jano
22 დეკემბერი 2018 22:31
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული