ბექა მიქელთაძემ აელ-ს გოლი გაუტანა

AutoSharing Option
23 დეკემბერს, კვიპროსის პირველი ლიგის მე-14 ტურში ქართველების "ანორთოსისმა" ლიმასოლში 3:0 დაამარცხა აელ-ი.

მწვრთნელმა იურგენ სტრეპელმა "ანორთოსისის" ორივე თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა და ბექა მიქელთაძე კვლავ ძირითად შემადგენლობაში დააყენა და ამ უკანასკნელმა გოლი გაიტანა.

ეს კვიპროსის მიმდინარე პირველობაზე მიქელთაძის მეორე გოლია.

დუბლი კი სლოვაკმა ლეგიონერმა მიხალ დურიშმა შეასრულა.

ამ მოგების შემდეგ ფამაგუსტურ გუნდს 23 ქულა დაუგროვდა, მეოთხე ადგილზეა და 5 იანვარს ალკის მასპინძლობს, იქამდე კი 2 იანვარს თასზე "ენოსისს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
მოგვილოცავს!...ეს კარგი, მაგრამ ნუთუ არ გაინტერესებთ რატომ არაა გიორგი არაბიძე განაცხადშიც კი უკვე რამოდენიმე თამაშია, თუ საერთოდ აიკრძალა მასზე ინფორმაცია?
emigranti
20:07 23-12-2018
0
emigranti'ს - ეგ ჟურნალისტების საქმეა, ესენი მთარგმნელები არიან =)))))) ენა იციან უბრალოდ და თარგმნიან სტატიებს))) წერტილი. :D
Tbiliseli
20:43 23-12-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული