ჯანო ანანიძე კარიერას დიდი ალბათობით "კრილია სოვეტოვში" გააგრძელებს

AutoSharing Option
როგორც რუსული გამოცემა Sport24.ru იუწყება, მოსკოვის "სპარტაკის" ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს იჯარით სამარის "კრილია სოვეტოვში" გადავა.

"კრილია სოვეტოვის" სპორტული დირექტორი ალექსანდრ შიკუნოვის თქმით, ისინი "სპარტაკის" იმ მოთამაშეებს, რომლებსაც კლუბიდან წასვლა ემუქრება საკუთარ კლუბში ეპატიჟება.

გამოცემის მტკიცებით, დღეს, 26 დეკემბერს "სპარტაკის" მენეჯმენტი ოფიციალურად გამოაცხადებს იმ ფეხბურთელთა ვინაობას, ვისაც ზამთარში კლუბის დატოვება მოუწევს.

ჯანო ანანიძემ მიმდინარე სეზონში სულ 43 წუთით გამოჩნდა მოედანზე, ის "სპარტაკის" ძირითადი გუნდის რიგებში 2009 წლიდან ასპარეზობს.

alt"ჯანო სხვებზე მეტად გაკვირვებული იყო" - "სპარტაკი" ანანიძეს

შეკრებაზე არ წაიყვანს

altჯანო ანანიძეს "სპარტაკის" დატოვების უწყება გაუგზავნეს

altრუსი აგენტი: ჯანო ანანიძემ "სპარტაკში" თამაშზე მეტი დრო მკურნალობაში დახარჯა

მკითხველის კომენტარები / 22 /
ასე იჯარით მაინც ითამაშოს და ფორმას როცა აღიდგენს საერთოდ წავიდეს რუსეთიდან!
მისთვის ბელგია, ჰოლანდია ანდა პორტუგალია მისაღები იქნება მაგ ჩემპიონატებში თამაში!ი
მამუკა
12:08 26-12-2018
1
იმედია წავა რუსეთიდან, ნეტა ინტერესი მაინც არ აქვს შეუძლია თუ არა ევროპაში თამაში?
haha
12:08 26-12-2018
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული