გიორგი ჩაკვეტაძე საუკეთესო ტალანტებს შორის - ბელგიური გამოცემის გამოკითხვა

AutoSharing Option
ბელგიური voetbalnieuws.be იუპერლიგის საუკეთესო ტალანტებს შორის გამოკითხვას ატარებს.

დასახელებულ 10 მოთამაშეს შორის "გენტის" ქართველი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძეც მოხვდა, რომელიც ამ დროისთვის გამოკითხვაში მეორე ადგილს 20 პროცენტით იკავებს.

პირველ პოზიციაზე "გენკის" ნორვეგიელი საყრდენი ნახევარმცველი სენდერ ბერგია.

"ქართველი მიმდინარე სეზონში "გენტის" რიგებში შესანიშნავია. შემტევი ნახევარმცველი ისეთი კლუბების სამიზნეა, როგორებიცაა: მიუნხენის "ბაიერნი", "ბარსელონა" დორტმუნდის "ბორუსია", "რომა"... როგორც ჩანს, ის ზაფხულში "გენტს" დიდ ფულს მოუტანს" - ასე აფასებს გამოცემა გიორგი ჩაკვეტაძეს.

გამოკითხვაში უკვე 1800-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

ხმის მიცემა ამ ბმულზე შეგიძლიათ.

altჩაკვეტაძე

"გენკთან" დღევანდელი მატჩის განაცხადშია, ქვილითაია - არა

alt"გენტის" საიტის ინტერვიუ გიორგი ჩაკვეტაძესა და მის მშობლებთან - "ყველაზე მნიშვნელოვანი ყაზახეთთან გოლი იყო" [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
ჩვენს გამო საერთოდ გაააუქმებენ ონლაინ ხმის მიცემას ყველა ქვეყანაში :) :) უკვე 70%
0
გიორგის უკვე 68% აქვს :)
გიორგი
22:28 26-12-2018
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული