დღეს, 26 დეკემბერს ბელგიის ჩემპიონატის 21-ე ტურში ერთპიროვნული ლიდერი "გენკი" "გენტს" მასპინძლობს და სტუმართა გუნდის მწვრთნელმა იეს ტორუპმა მატჩის განაცხადში გიორგი ჩაკვეტაძე შეიყვანა, გიორგი ქვილითაია კი - არა.
ჩაკვეტაძემ "სერკლ ბრიუგესთან" მატჩში მიღებული მარჯვენა მუხლის ტრავმა მოირჩინა და შესაძლოა ათამაშონ კიდეც.
რაც შეხება ქვილითაიას, ტორუპმა თქვა, რომ მძიმე ტრავმის შემდეგ მოედანზე დაბრუნება უნდა, მაგრამ აჩქარება არ ივარგებს.
მომავალ შეხვედრას "გენტი" 20 იანვარს სახლში "ანდერლეხტთან" ჩაატარებს და სავარაუდოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ქვილითაიაც იასპარეზებს.
მადლობა