გიორგი არაბიძემ შესაძლოა კარიერა ჩერნიგოვოს "დესნაში" გააგრძელოს

AutoSharing Option
footboom.com-ის ჟურნალისტი სერგეი ლევჩენკო ირწმუნება, რომ ქართველი თავდამსხმელი გიორგი არაბიძე შეიძლება უკრაინაში დაბრუნდეს.

გამოცემის მტკიცებით, არაბიძის სამსახურით ჩერნიგოვოს "დესნაა" დაინტერესებული.

"დესნა" უკრაინის პრემიერლიგაზე 18 ტურის შემდეგ 24 ქულით მე-6 ადგილზეა და მის ღირსებას ქართველი ნახევარმცველი ლუკა კობერიძე იცავს.

არაბიძე ბოლო რამდენიმე მატჩის განმავლობაში "ნასიონალის" განაცხადში არ ყოფილა, სულ კი პორტუგალიის მიმდინარე ჩემპიონატზე 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა. გიორგის "ნასიონალთან" ოთხსეზონიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული.

ის 2015-2018 წლებში "შახტარის" ახალგაზრდულ გუნდში ასპარეზობდა, პირველ გუნდში კი 3-ჯერ ითამაშა.

transfermarkt-ის მიხედვით მისი სატრანსფერო ფასი 500
ათასი ევროა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ძმურად გეკითხებით: ვინმეს გაგიკვირდათ? 90-იანების მერე მენტალიტეტი არ ეცვლებათ ამ ბავშვებს და შესაბამისად ნასიონალში კი არა უბანშიც აღარ დაიმატებენ ცოტა ხანში თავმდაბლობას და შრომას თუ არ ისწავლიან
Superman
20:03 27-12-2018
1
ჩემი აზრით ჯობია საქრთველოში დინამოში ითამაშოს დესნას და არლიონოკს კი ჯობია
reali
22:53 27-12-2018
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული