"როცა ასეთ ჩემპიონატში შანსი გეძლევა, უარი არ უნდა თქვა, მეტს ვეღარ დავიცდი" - სად წავა ლუკა ზარანდია?

AutoSharing Option
პოლონურმა trojmiasto.pl-მა გდინიას "არკას" ქართველ ნახევარმცველთან ლუკა ზარანდიასთან ინტერვიუ ჩაწერა.

22 წლის ნახევარმცველი კლუბის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, გამოცემამ მასთან სხვადასხვა თემაზე ისაუბრა და ინტერვიუს სრულად გთავაზობთ:

- როგორია დღესასწაულის საქართველოში გატარება?
- სამი დღესასწაული გვაქვს. პირველი ახალი წელია - 31 დეკემბერს. შემდეგ მართლმადიდებლური შობა მოდის, რომელიც ორი კვირით გვიანაა, ვიდრე პოლონეთში, ზეიმი შუაღამით ტაძარში იწყება და 14 იანვარს ძველით ახალ წელს აღვნიშნავთ. ამ პერიოდში ყოველთვის უამრავი კერძი და ღვინოა. ოჯახი დროს ერთად ატარებს, ვჭამთ, ვხუმრობთ, ვერთობით...

- განსაკუთრებული კერძები გაქვთ?

- იმდენი განსაკუთრებული კერძია, გამორჩევა გამიჭირდება. უამრავი ტკბილეულია, ქართული "სნიკერსი" - მას ჩურჩხელა ჰქვია.

- საჩუქრებს გჩუქნიან?
- ჩვენც, ისევე როგორც პოლონეთში, საახალწლო ნაძვის ხე გვაქვს. თუ სახლში ბავშვები არიან, საჩუქრებს ნაძვის ხის ქვეშ ვდებთ, ხანდახან მას წინდებში ვინახავთ, შემდეგ კი ბავშვებს ვეუბნებით, რომ სანტამ მოიტანა. უფროსები კი პირდაპირ ვჩუქნით ერთმანეთს, ეს ყველაფერი 31 დეკემბრის ღამეს ხდება.

- შენს მშობლებს შენი პოლონეთში დარჩენა სურთ თუ უფრო ძლიერ ლიგაში წასვლას უჭერენ მხარს?
- დედასაც და მამასაც ჩემთვის საუკეთესო უნდათ. აუცილებლად ისურვებდნენ, რომ ევროპის Top-კლუბში მიხილონ. დედაჩემი იმ მატჩებს უყურებს, სადაც მე ვთამაშობ და ასევე ჩემპიონთა ლიგას. მამაჩემს კი ფეხბურთი ძალიან უყვარს და ესმის. ის "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივარია, თუმცა ეს ალექს ფერგიუსონის დროს... როცა ჟოზე მოურინიო მოვიდა, ამბობდა, რომ ამის ყურება არ შეეძლო. მას გახსნილი და შემტევი ფეხბურთი უყვარს, ამიტომ ძალიან აფასებს "ბარსელონას" და ლიონელ მესის.

- შენ რომელ ლიგაში გინდა საკუთარი თავის ხილვა?
- Top 5 ლიგიდან ნებისმიერში ვითამაშებდი. არ მაქვს განსაკუთრებული მიზანი, რომ მაინცდამაინც იტალიაში მინდა თამაში, უბრალოდ მსურს ფეხბურთში ახალი ნაბიჯი გადავდგა და ისეთ ლიგაში მოვხვდე, სადაც საკუთარ შესაძლებლობებს დავამტკიცებ. იტალიაში შეგიძლია ტაქტიკურად და დაცვით ფეხბურთში დაიხვეწო, ბუნდესლიგაში სწრაფ ფეხბურთს თამაშობენ, ესპანეთში - ტაქტიკურს.. როცა ასეთი ჩემპიონატში შანსი გეძლევა, უარი არ უნდა თქვა, მეტს ვეღარ დავიცდი.

- "არკასთან" არსებული კონტრაქტი 2020 წლის 30 ივნისამდეა ძალაში. კარიერის ამ ეტაპზე, რას აქცევ ყველაზე დიდ ყურადღებას: კლუბის დონეს, ძირითად შემადგენლობაში თამაშის შანსს, ლიგის დონეს, თუ ანაზღაურებას?
- არც ერთი ფეხბურთელი გეტყვით, რომ ფული მნიშვნელოვანი არაა, თუმცა ჩემს ასაკში ანაზღაურება ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არ არის. პირველ რიგში ისეთ წინადადებებს განვიხილავ, სადაც როგორც ფეხბურთელი განვვითარდები. თუ ამას მოვახერხებ, ბევრი ფული ისედაც მოვა. ამიტომ მინდა Top-ლიგებიდან ერთ-ერთში ვცადო ბედი. თუ არაფერი გამოგივა, ყაზახეთში წასვლა და ფულის შოვნა ყოველთვის შეგიძლია. პირიქით კი შეუძლებელია, ყაზახეთიდან ბუნდესლიგაში ვერ წახვალ.

- ჟიგნიერვ სმოლკამ (მთავარი მწვრთნელი) საჯაროდ განაცხადა, რომ თუ "არკასთვის" ფინანსურად დამაკმაყოფილებელი წინადადება იქნება, წასვლის უფლებას მოგცემენ, მას ამის შესახებ ესაუბრე?
- ვისაუბრეთ. კლუბმაც და მწვრთნელმაც მითხრეს, რომ ტრანსფერისთვის გახსნილები არიან. ეს ჩემთვის პოზიტიური სიგნალია.

- ამ მხრივ რამე სიახლე გაქვს? არიან კლუბები, რომლებიც შენს მატჩებს აკვირდებიან?
- არ ვიცი. ვიღაცა ყოველთვის აკვირდება. ჩემი მენეჯერი აუცილებლად გამაგებინებს, თუ რაიმე განსაკუთრებული იქნება. აქამდე ჯერ სიახლე არ ყოფილა.

- შემოდგომაზე "არკას" შემადგენლობაში შენს თამაშს როგორ შეაფასებდი?
- კარგად დავიწყე, თუმცა ბოლო სამი მატჩი საუკეთესო არ მქონია. სიცივეში თამაში მოგვიწია, თუმცა ამას ვერ დავაბრალებ. თუნდაც -10 გრადუსი იყო, ცუდ თამაშს სიცივეს არ დავაბრალებ, მიზეზს ყოველთვის ჩემს თავში ვეძებ. შემოდგომაზე კი მთლიანად ცუდად არ მითამაშია, ბევრი შეხვედრა ჩავატარე და მწვრთნელის ნდობას ვგრძნობდი. მთელ გუნდს მინდა მადლობა ვუთხრა. შეიძლება იდეალურად არ მითამაშია, თუმცა ცუდი ფეხბურთი არ მიჩვენებია.

altTvp.pl: ლუკა ზარანდიამ დამსახურებული ტაში მიიღო, ის კარიერის პიკშია

მკითხველის კომენტარები / 5 /
ვაისს მაინც კაჭარავა ან მერება ურჩევნია
ლევანი
29 დეკემბერი 2018 16:16
0
დიდი წარმატებები ლუკას.
გიზოგ
28 დეკემბერი 2018 19:58
2
უეჭველი გაქაჩავს ინგლისის გერმანიის ან ესპანეთის საშვალო კლიბებში. აი მაგალითად ინგლიში ლესტერში ესპანეთში სოსიედადში გერმანიაში მაინცში. ასეთი დონის გუნდებში რა
გოგა
28 დეკემბერი 2018 19:55
1
წარმატებები ლილუკინიო აუცილებლადბმოხვდები სასურველ ჩემპიონატში
ჩემს კომენტარს რატო ბლოკავთ ბლეადდდ
28 დეკემბერი 2018 11:46
2
ამ მეცხრამე საუკუნეში ჩაწერილ ინტერვიუებს სად გააძრობთ ხოლმე?
დავით აღმაშენებელი
28 დეკემბერი 2018 11:19
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული