შენგელიას ერთი თვე გაუცდება - "რეალის" კალათბურთელს ბასკებმა ღორი უწოდეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ბასკონიას" ოფიციალური საიტი იტყობინება, რომ გუნდის კაპიტან თორნიკე შენგელიას "რეალთან" მატჩისას მიღებული ტრავმის გამო დაახლოებით ერთი თვე მოუწევს უქმობა.

მას დღეს ექიმმა მიკელ სანჩესმა მარჯვენა მუხლზე სამედიცინო შემოწმება ჩაუტარა და ფიზიოთერაპიული კურსის გავლა მოუწევს.

თორნიკემ "რეალის" არგენტინელ ლეგიონერთან, ფაკუნდო კამპასოსთან შეჯახებისას მიიღო ტრავმა, რის გამოც ამ უკანასკნელს ბასკური გუნდის გულშემატკივრებმა სოციალურ ქსელებში შეურაცხყოფა მიაყენეს და ღორად მოიხსენიეს, თუმცა შემდეგ ეს კომენტარები წაშლილ იქნა.

"ბასკონია" და გუნდის ქომაგები შენგელიას მალე გამოჯანმრთელებას და მწყობრში ჩადგომას უსურვებენ.

მკითხველის კომენტარები / 1 /
კალათბურთშიც არ სცოდნიათ პატივისცემა მადრიდელებს :(( სამწუხაროა
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული