არც მიწისაა, არც ცისა - ანანიძეს "სპარტაკი" არ იტოვებს, "კრილიაში" გადასვლა კი არ ინება

AutoSharing Option
ერთობ გაურკვეველ სიტუაციაშია ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე და არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები.

ანანიძეს "სპარტაკთან" კონტრაქტი 1.5 წლის შემდეგ უმთავრდება, მაგრამ გუნდს მისი დატოვება არ უნდა. არ უნდა - ერთია, მეორე კი ისაა, რომ ხელშეკრულების ცალმხრივად გაწყვეტის შემთხვევაში, კომპენსაციის გადახდა მოუწევს.

ეს კომპენსაცია კი, ფეხბურთელის სეზონური 2-მილიონევროიანი ხელფასის გათვალისწინებით, თავადაც ხვდებით, გვარიანი იქნება.

ჯანოს სამსახურით დაინტერესება "კრილია სოვეტოვმა" გამოთქვა, მაგრამ მან სამარაში გადაბარგება არ ისურვა.

"ამბობენ, ჯანოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი "სპარტაკში" დარჩენა და უარს ეუბნება "კრილიას". ისე, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი
ფეხბურთელზე არაა დამოკიდებული", - დაწერა თავის ტელეგრამ-არხზე ჟურნალისტმა მაკსიმ ალანაზაროვმა და ეს ამბავი დღეს bombardir.ru-მ გვაუწყა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "სპარტაკი" ანანიძეს შეკრებაზე არ წაიყვანს.

მოკლედ, ვითარება ჩიხში შევიდა - "სპარტაკს" მისი დატოვება არ უნდა, ხოლო მას - გუნდიდან წასვლა...

მკითხველის კომენტარები / 13 /
რუსებმა შეიძლება თქვან ,რომ არ ინება,მაგრამ ჩვენგან, ჯანოზე ასეთი ტონით საუბარი?მას ეს არ დაუმსახურებია.
სოსო
18:18 02-01-2019
4
ლიდერის თვისებებით დახატავდა დინამოს ეს ცენტრში კაკაბაძე ფლანგზე არველაძე წინ და დინამოს ამბიციები გაუჩდება ევროპა ლიგაზე მოხვედრის მაგრამ არც ჯანო არც კაკაბაძე არც არველაძე და არც დაცვის ცენტრში კვირკველია დინამოში წამომსვლელები არ არიან არადა ყოველ ორ კვირაში ერთხელ კარგი საღამოები ევროპულ კლუბებთან ჯახი გულშემატკივრობა დაბრუნდებოდა 50000 კაცი დინამოს რო შემოსძახებდა წარმოდგენაზეც კი მაჟრიალებს
კახა
20:36 02-01-2019
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული