"სპარტაკის" ნახევარმცველის, ჯანო ანანიძის აგენტმა, თეიმურაზ ლეფსაიამ "სპორტ-ექსპრესისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ თავისი კლიენტის ტრანსფერზე არც ერთ კლუბთან არ აწარმოებს მოლაპარაკებას.
"სპორტ-ექსპრესის" ცნობით, ახალი წლის წინ "სპარტაკის" დირექტორთა საბჭომ რიგ ფეხბურთელებთან გამომშვიდობების გადაწყვეტილება მიიღო, რომელთა შორის ანანიძეცაა. სახალხოდ ჯანოს მიმართ დაინტერესება "კრილია სოვეტოვმა" გამოთქვა, რომელმაც 8 იანვრამდე ჩამოყალიბება გადაწყვიტა - სწორედ ამ დღეს გაივლის სამარული გუნდი მოსკოვში სამედიცინო შემოწმებას.
- მართალია, რომ ჯანოს "სპარტაკიდან" წასვლა არ უნდა?
- ჯერ ამ საკითხზე ვერაფერს ვერ გიპასუხებთ. ჯანოს მომავალი უახლოეს ხანში გახდება ცნობილი. ახლა
ახალი წელია და საამისო დრო არ არის.
ე.ი. დღეს თქვენ მოლაპარაკებას არავისთან არ აწარმოებდით?
- სახელდობრ დღეს - არა. რა იქნება ხვალ - არ ვიცი.
- გაემგზავრება თუ არა ანანიძე "სპარტაკის" პირველ შეკრებაზე?
- ამაზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ჯერ ჩვენ თვითონ არაფერი არ ვიცით. ყველაფერი მალე გაირკვევა".