"ვილიარეალის" ფეხბურთელი გურამ კაშიას და ვაკო ყაზაიშვილის თანაგუნდელი გახდა

AutoSharing Option
"ვილიარეალის" 23 წლის ფეხბურთელი კრისტიან ესპინოზა გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის "სან ხოსეში" ითამაშებს.

ის ამერიკულ კლუბში ერთი სეზონის განმავლობაში, 2019 წლის ბოლომდე იჯარის წესით ითამაშებს.

არგენტინელი შემტევი "ვილიარეალში" 2016 წლის აგვისტოდან ირიცხება და სხვადასხვა დროს იჯარის წესით "ალავესში", "ვალიადოლიდსა" და "ბოკა ხუნიორსში" იყო განათხოვრებული.

კრისტიან ესპინოზას ლა ლიგაში 6 მატჩი აქვს ჩატარებული, "ყვითელი წყალქვეშა ნავის" რიგებში კი არცერთი ოფიციალური მატჩი არ უთამაშია.

altკაშიას და ყაზაიშვილის "სან ხოსეს" მწვრთნელად მატიას ალმეიდა დანიშნეს

მკითხველის კომენტარები / 1 /
პირიქით მეგონა და გამისწორდა....................
ბაჩო
15:53 03-01-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული