luzernerzeitung-ი იტყობინება, რომ "ლუცერნის" ქართველმა მცველმა ოთარ კაკაბაძემ და მეკარე მირკო სალვიმ ტრავმები მოირჩინეს და გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყეს.
კაკაბაძეს ტრავმის გამო ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია, მალე მწყობრში ჩადგება და თავის გუნდს დაეხმარება.
გუნდთან ერთად ვარჯიშობს ნახევარმცველი ვაკო გვილიაც, რომელზეც გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, "ტობოლში" ან "შერიფში" გადავიდეს. თუმცა, მას შვეიცარიიდან ყაზახეთში ან დნესტრისპირეთში გადაბარგების პერსპექტივა არ ხიბლავს.
სხვათა შორის, ქართველმა ლეგიონერებმა გულშემატკივრებს ახალი წელი ქართულად მიულოცეს.
"ლუცერნი" ჩემპიონატზე მორიგ მატჩს 3 თებერვალს სახლში "სიონთან" ჩაატარებს, იქამდე კი სამ სპარინგს
გამართავს.
ეს გუნდი 18 ტურის შემდეგ 25 ქულით სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.