დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, მოსკოვის "სპარტაკმა" ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე "ვიტესში" გაანათხოვროს და ეს ამბავი ნიდერლანდურმა gelderlander-მა დაადასტურა.
გამოცემის მტკიცებით, ანანიძის ტრანსფერით პირადადაა დაინტერესებული "ვიტესის" რუსი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი.
სლუცკი ანანიძის ზაფხულამდე იჯარით აყვანის საკითხს ამ კვირაში შეუთანხმებს კლუბის ტექნიკურ დირექტორს მარკ ვან ჰინტუმს.
არნემულ გუნდში წარმატებით ასპარეზობდნენ ქართველი ლეგიონერები გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი და მათი კარგი რეპუტაცია იმედია, ანანიძეს გუნდში აყვანაში დაეხმარება.
სლუცკის თანაშემწეებად მისი ყოფილი ფეხბურთელები ძმები ვასილი და ალეკსეი ბერეზუცკები დაინიშნენ და გუნდს პორტუგალიურ შეკრებაზე წაიყვანენ.
ჯანო ანანიძე, შესაძლოა, "ვიტესის" ფეხბურთელი გახდეს
არც მიწისაა, არც ცისა - ანანიძეს "სპარტაკი" არ იტოვებს, "კრილიაში" გადასვლა კი არ ინება
ია.მითუმეტეს ეს სლუცკი იცნობს ტვიტონაც ნორმალურ მწვრტნელად ჩამოყალიბდა
რათქმაუნდა იმეხალა ხელფასი არ ექნება რამხელაც სპარტაკში მაგრამი იქ ფეხბურთს ითამაშებს.