ცნობილი ქართველი სპეციალისტის, კახა ცხადაძის ვაჟმა ბაჩანა ცხადაძემ 31 წლის ასაკში კარიერის დასრულება გადაწყვიტა.
ამის შესახებ ცხადაძე "ინსტაგრამზე" წერს.
"დღეს, 31 წლის ასაკში გადავწყვიტე, პროფესიონალური კარიერა დავასრულო. ეს გადაწყვეტილება ძალიან რთული მისაღები იყო.
ძალიან ბევრს ვმუშაობდი, რომ ადრინდელი დონისთვის მიმეღწია ტრავმის შემდეგ, მაგრამ ძველებური ფორმა ვერ დავიბრუნე. ბოლო ორ სეზონში მიღებულმა მიკროტრავმებმა მენტალურად და ფსიქოლოგიურად გამაძლიერა", - წერს ცხადაძე.
შეგახსენებთ, რომ ცხადაძის ბოლო კლუბი ფრანგული "ბასტია" იყო, სადაც ის 2018 წლის ზაფხულში გადავიდა.