ანანიძეს "სპარტაკი" "ვიტესში" არ უშვებს - სამარაში "გაშლის ფრთებს"?

AutoSharing Option
Sport24-ის ცნობით, "სპარტაკი" თანახმა არაა ნახევარმცველი ჯანო ანანიძე იჯარით "ვიტესში" გაუშვას.

გამოცემის მტკიცებით, საგადასახადო კანონმდებლობის გამო ეს ტრანსფერი მოსკოვური კლუბისთვის ფინანსურად ხელსაყრელი არაა.

თუ ეს კლუბები ვერ მორიგდნენ, მაშინ ჯანოს სამარას "კრილია სოვეტოვში" მოუწევს წასვლა, სადაც უკვე გადავიდა "სპარტაკიდან" აბარგებული მისი მეგობარი ალეკსანდრ სამედოვი, რომელსც ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.

"ვიტესის" სპორტულმა დირექტორმა მარკ ვან ჰინტუმმა აღნიშნა, რომ მცირე პრობლემა აქვთ, რომელიც გუნდში არაევროკავშირელი ფეხბურთელის მიყვანას ეხება.

"კრილიას" განვითარების დირექტორმა ალექსანდრ შიკუნოვმა კი ამას წინათ განაცხა
და, რომ ესმით ანანიძის ევროპაში თამაშის სურვილი და თუ რამე არ გამოუვიდა, სიამოვნებით აიყვანენ გუნდში.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ნიჭიერია, მაგრამ სულელი და უამბიციოა! (ნუ დამბლოკავთ)
zura
08 იანვარი 2019 17:48
0
რატომ არ უშვებს სპარტაკი ვიტესში ჯანოს? რაში აწყობს კრილიაში რომ გადავიდეს? კონკურენტის გაძლიერება ვის აწყობს. კაშია, ყაზაიშვილი, ჭანტურია არ თამაშობდნენ ვიტესში? არანაირი პრობლემა არ არის არა ევროკავშირლობა.
ალბათ უბრალოდ ვიტესზე 10 ჯერ მეტს მისცემს კრილია და იქ გადავა.

მოეშვით ზღაპრებს
janlukapaluka
08 იანვარი 2019 16:38
1
ერთი მაგ ნაბ---ვარი ევროკავშირისაც და მაგათი ლიმიტებისაც! ევროკავშირში ხომ არ გადადის, ფეხბურთის გუნდში გადადის 3-4 თვით სათამაშოდ! ფეხბურთი ფიფას და უეფას ეხება! საერთოდ სპორტის პოლიტიზირებას და დემონკრატიზებას ყველა ქვეყანა უნდა შეეშვას, უპირველეს ყოვლის სხვა ქვეყნების ძარცვით და დაბრიყვებით გამდიდრებულ, გაზულუქებული ევროკავშირი!
aburjga
08 იანვარი 2019 11:48
5
გაშალოს, მაგრამ, აბა, რამდენზე უნდა გაშალოს ფრთები სამარეში???
არჩილა
08 იანვარი 2019 10:58
4
რეალობა შემდეგშია არ უღირს ვიტესს ფულის დახარჯვა ჯანოში თორე რო უნდოდეს და უღირდეს ვინ შეაჩერებს არ მინდა ვინმეს წყენინება რა ევროკავშირი რა ლიმიტი გაიხსენეთ ნეიმარი ბარსა არ თმობდა მაგრამ ფული აღმართს ხნავს
ვახო
08 იანვარი 2019 05:48
2
სპარტაკი არააო თანახმა,ვახო.ისეთი ფეხბურთის ქვეყანაა ჰოლანდია,სადაც ჯანოს შეუძლია კარგად წარმოაჩინოს თავი.ამ შემთხვევაში, ის სპარტაკში დამბრუნებელი აღარაა,სპარტაკმა კი იცის, რა ტალანტის პატრონიცაა ჯანო და მთლიანად დასაკარგად არ ემეტება.კრილიაში თუ წავა,იქიდან კი ათამაშების შემთხვევაში ჯანოს დაბრუნება ძნელი არ იქნება,მას ხომ ოჯახი და ბინა მოსკოვში აქვს.თანაც ვიტესს არა აქვს დიდი ფინანსები და სპარტაკს მისი კრილიაში გაშვება,ამიტომაც ურჩევნია..მგონი ჩემი ვერსია შორს არ უნდა იყოს ჭეშმარიტებისაგან
სოსო
08 იანვარი 2019 10:09
1
ევროკავშირი რა შუაშია თქვენც არქიპოსავეთ ხართ ყველა სისულელეს წერთ
ვახო
08 იანვარი 2019 05:26
3
შუაშია, შუაში! ფეხბურთი კარგა ხანია თამაში აღარაა, ფეხბურთელები სადაც ასპარეზობენ იმ გუნდებში მუშაობენ!!! სამუშაო ვიზა კი სხვაა და ტურისტული სხვა!
aburjga
08 იანვარი 2019 14:20
1
ჩაკვდით ეხლა, Bლიად
Ice Cube
08 იანვარი 2019 03:50
4
ვიტესს არაევროკავშირელი ფეხბურთელის მიყვანაზე რა პრობლემა აქვს მთელი ქართველები მანდ თამაშობდნენ
Nika
08 იანვარი 2019 03:41
2
ევროპაში არაევროკავშირელ ფეხბურთელებზე კლუბებს ლიმიტი აქვთ დაწესებული. შესაძლოა, ყაზაიშვილის და კაშიას წასვლის შემდეგ მათი ადგილი სხვა არაევროკავშირელმა ფეხბურთელებმა შეავსეს.
ჯაბა
08 იანვარი 2019 04:59
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული